ფოტოგრაფია ბუნების მიერ შექმნილი ულამაზესი და გასაოცარი ოპტიკური ილუზიები 2014, 31 ივლისი, 22:03 ბუნება-ყველაზე საუკეთესო და დახელოვნებული ილუზიონისტია. ის ქმნის გასაოცარ სურათებს, რომლებიც გვხიბლავენ და სიამოვნებას გვანიჭებენ თავიანთი თვითმყოფადობითა და უცნაურობით. ვუყურებთ მდინარის მშვენიერ ხედს და უცებ თვალი მას აღიქვამს, როგორც ...ადამიანის სახეს. მსგავსება სრულიად შემთხვევითი და უნებურია, მაგრამ ჩვენი ტვინი ისეთნაირადაა მოწყობილი, რომ ის თავისდაუნებურად აღიქვამს უცხო სურათს მისთვის სავსებით ნაცნობ საგნად.
ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ ბუნების მიერ შექმნილი გასაოცარი ოპტიკური ილუზიები. ვფიქრობ, სიამოვნებას მოგგვრით ჩვენი პლანეტის უმშვენიერესი ადგილების ხილვა, თან სრულად უცნაურ კონტესტში. ხის მსგავსი მდინარე ბახას ნახევარკუნძულზე, მექსიკა გამოსახულება მდინარეში, დიდი კანიონი, აშშ ინდიელის გამოსახულება კლდეზე, ებეცი, საფრანგეთი ტალღა კლდეებში, იუტას შტატი, აშშ გამოსახულება კლდეზე, ალბერტა, კანადა მტირალა სახე მყინვარზე, შპიცბერგენი, ნორვეგია "ვიოლინო-კუნძული", კოსტა-რიკა მძინარე მოხუცის გამოსახულება თოვლიან კლდეებზე, კანადა იაკობის ჭა, ტეხასის შტატი, აშშ მიწისქვეშა ჩანჩქერი, მავრიკია ბუნებას შეუძლია ხის ტოტებად ღრუბლები მოგვაჩვენოს, დამჭკნარი ვარდი საშინელ თავის ქალად წარმოგვიდგინოს, ან შექმნას ასეთი მშვენიერი სახეები მცენარეების, თევზებისა და წყლის ტალღების მეშვეობით ხანდახან ბუნება ანცობის ხასიათზე დგება და ასეთ უცნაურ "სიურპრიზებს" მოგვიწყობს ხოლმე მოკლედ, როგორც ბრძენი ვაჟა იტყოდა:"ბუნება მბრძანებელია".... მკაცრი, სასტიკი და საშიში მბრძანებელი, მაგრამ ამავე დროს მშვენიერი, დიდებული, გასაოცარი და უნიჭიერესი მხატვარი. 175 7-ს მოსწონს
|