x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135742
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510118
თვითმკვლელობის პროგნოზირება სისხლის ტესტით იქნება შესაძლებელი

სისხლის ტესტიჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი მეთოდი, რომლითაც შესაძლებელი იქნება პიროვნების თვითმკვლელობისადმი მიდრეკილების დადგენა. როგორც აღმოჩნდა, იმ ადამიანებს, რომლებმაც სცადეს თვითმკვლელობა ან სიცოცხლე სუიციდით დაასრულეს, აქვთ ერთი გენი, რომლის დადგენაც მეცნიერებს მხოლოდ რამდენიმე წვეთი სისხლით შეუძლიათ.

შესაბამისი კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაცია American Journal of Psychiatry-ში გამოქვეყნდა.

მას შემდეგ, რაც მეცნიერები დააკვირდნენ დაავადებული და ჯანმრთელი ადამიანების ტვინებს, მათ აღმოაჩინეს ე.წ "თვითმკვლელობის გენი", რომელიც სპეციალისტებს დაეხმარებათ, შეისწავლონ, როგორ რეაგირებს ადამიანები სტრესსა და შფოთვაზე. აღნიშნული გენი გაცილებით დაბალი იყო იმ ადამიანებში, ვინც სიცოცხლე სუიციდით დაასრულა, ვიდრე მათ თანატოლებში. მეცნიერებმა ტესტირება ჩაატარეს 325 მოხალისეზე და 80%-იანი სიზუსტით დაადგინეს, მათგან ვინ შეიძლება დაასრულოს სიცოცხლე თვითმკვლელობით.

მეცნიერთა დასკვნით, აღნიშნული გენი არეგულირებს სტრესის მაკონტროლებელი კორტიზოლის ნაკადს, რომელიც გვეხმარება უარყოფითი აზრების დაბლოკვაში და იმპულსური ქცევების კონტროლში. ბოლო კვლევის მიხედვით, მათ ვინც სცადა თვითმკვლელობა წარსულში ან სუიციდით დაასრულა სიცოცხლე, მნიშვნელოვნად დაბალი ჰქონდა კორტიზოლის რეგულირების გენი.

0
37
3-ს მოსწონს
ავტორი:Lady in blue
Lady in blue
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0