x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
ლუი დე ფიუნესი-უდიდესი ფრანგი კომიკოსის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა
image





















ზუსტად 100 წლის წინ, 1914 წლის 31 ივლისს დაიბადა ლეგენდარული ფრანგი მსახიობი, ლუი დე ფიუნესი.


მსახიობის თაყვანისმცემელთა რიცხვი უამრავია, როგორც მშობლიურ საფრანგეთში, ისე მის საზღვრებს გარეთ და რა თქმა უნდა ჩვენთან, საქართველოშიც.



პირველი როლი




ბევრმა შეიძლება არც იცის, რომ ფრანგულ -ესპანური წარმოშობის (დაიბადა სევილიაში)ლუი დე ფიუნესი პროფესიით მუსიკოსი იყო, ის შესანიშნავად უკრავდა ფორტეპიანოზე და ასრულებდა ჯაზურ კომპოზიციებს.

ამითვე შოულობდა ფულს, უკრავდა რა პარიზის პიგალის რაიონში.


მისი დებიუტი კინოში 1946 წელს შედგა.ითამაშა ეპიზოდური როლი ფილმში (La Tentation de Barbizon, 1946), ეკრანზე მომავალის უდიდესი კომიკოსი სულ რაღაც 40 წამი ჩანს.



მრავალი ეპიზოდური როლები


შემდგომი 13 წლის განმავლობაში ლუი დე ფიუნესმა უამრავ ფილმში მიიღო მონაწილეობა, თუმცა სულ მეორე და მესამეხარისხოვან როლებს ასრულებდა.image



















მარტო 1952-53 წლებში ფიუნესმა 32 ფილმში მიიღო მონაწილეობა, ყველა მათგანი ეპიზოდური იყო, ამ ფილმებში სხვა მსახიობები ბრწყინავდენ.


ლუი დე ფიუნესის მცირე როლების სპექტრი ფართო იყო.მაგალითად იგი თამაშობდა შერეკილს, რომელიც აბაზანაში თევზს იჭერს, ექიმს, ასტროლოგს, პოლიციელს, ისტორიულ პერსონაჟს და სხვა. უმეტეს შემთხვევაში მისი ფილმში თამაში ერთი-ორი ფრაზით შემოიფარგლებოდა.



პირველი მთავარი როლი



პირველად ფართო მაყურებლისთვის მსახიობი ცნობილი გახდა ფილმით "Ni vu... Ni connu..."-1958 წელი .ფიუნესი ამ ფილმში ბაზრის მოვაჭრის როლს თამაშობს, რომელიც მზადაა ფულის შოვნისთვის ყველანაირ ხერხს მიმართოს.

image





















ფანტომასი




1964 წელს ანდრე იუნებელმა გადაიღო ფილმი "ფანტომასი", -მარსელ ალენის და პიერ სუვესტრას ავანტურული რომანის ეკრანიზაცია.ლუი დე ფიუნესი ამ ფილმში კომისარ ჟიუვის როლს თამაშობდა.


სულ იქნა გადაღებული იქნა სამი ფილმი. რეჟისორმა პროექტი მას შემდეგ დახურა, როდესაც იგრძნო, რომ მაყურებელმა ნელ-ნელ ინტერესი დაკარგდა "ფანტომასის" მიმართ(განსაკუთრებით მესამე ფილმის შემდეგ).


image




















ჟანდარმი კრიუშო



ამავე 1964 წელს კიდევ ერთი ფილემების სერია დაიწყო ჟანდარმ კრიუშოზე.


პირველი გახლდათ "ჟანდარმი სენ-ტროპედან", შემდგომ უკვე მსახიობი კრუშოს როლს სიცოცხლის ბოლომდე თამაშობდა: "ჟანდარმი ქორწინდება", "ჟანდარმი სეირნობს", ჟანდარმი და უცხოპლანეტელები", "ჟანდარმი და ჟანდარმი ქალები".


კრიუშო იყო აბსურდამდე მისული კომისარ ჟიუვის ალტერენატიული ეგო-ინსპექტორი, რომელსაც მთლად ყველაფერი რიგზე ვერა აქვს.

image




















დიდი გასეირნება


ეს ფილმი გახდა ყველაზე პოპულარული იმ ფილმებს შორის სადაც ლუი დე ფიუნესი მონაწილეობდა.მარტო საფრანგეთში ფილმი 17, 3 მილიონმა მაყურებელმა ნახა.


1966 წელს ფილმმა კინოგაქირავებაში პირველი ადგილი დაიკავა.


ფილმს ლიდერობა მხოლოდ 1997 წელს გამოსულმა "ტიტანიკმა" ჩამოართვა


სიუჟეტი მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება. ლუი დე ფიუნესი დირიჟორის სტანისლავ ლეფორის როლს თამაშობს.

image




















სხვა ფილმები


კიდევ მრავალი ფილმის ჩამოთვლა შეიძლება, რომელიც შეიყვარა მაყურებელმა სწორედ ლუი დე ფიუნესის გამო.გავიხსენოთ ზოგიერთი მათგანი:"ოსკარი"(1967წ), "ადამიანი ორკესტრი"(1970), "ხეზე ჩაჩეხილები"(1971), "რაბინ იაკობის თავგადასავალი"(1973), რომელიც "ოქროს გლობუსზე" იყო ნომიმირებული და სხვა.

image























image






















image






















image





















უკანასკნელი ფილმი



1975 წელს მსახიობმა ინფაქტი გადაიტანა, მაგრამ 1976 წლიდან მაინც გაგრძელა კინოში გადაღება, თუმცა უფრო ნაკლებად ინტენსიურად.


1980 ფიუნესი, უკვე როგორც რეჟისორი ისე მოგვევლინა, (კონსულტაციებს უწევდა ძველი მეგობარი, რეჟისორი ჟან ჟირო)მან სიუჟეტისთვის აირჩია მოლიერის პიესა "ძუნწი, ანუ სიცრუის სკოლა". ფილმს ამავე წელს საპატიო "სეზარი" გადაეცა.


მსახიობის უკანასკნელი როლი ისევ ცნობილი ჟანდარმთა სერიიდან აღმოჩნდა:"ჟანდარმი და ჟანდარმი ქალები".(1982წ), აღსანიშნავია, რომ ფილმის რეჟისორი და მსახიობის საუკეთესო მეგობარი ჟან ჟირო გადაღების დროს დაიღუპა, ხოლო სურათის პრემიერიდან ცოტა ხანში, 1983 წლის 27 იანვარს ლუი დე ფიუნესი გულის შეტევით გარდაიცვალა.

image




















1968 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად ის საფრანგეთის ყველაზე პოპულარული მსახიობად აღიარეს.


მსახიობს სულ ნათამაშები აქვს 130-ზე მეტ ფილმსა და 100-ზე მეტ სპექტაკლში.

2
566
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
566
  
2014, 31 ივლისი, 14:00
გაიხარე...მადლობა
2014, 31 ივლისი, 13:48
ძალიან საინტერესო სტატია იყო.მადლობა )
0 1 2