ქალი და მამაკაცი ქარვა – ეს მომხიბვლელი სამკაული 2014, 28 ივლისი, 11:25 ქარვა უძველესი სამკაულია, რომელსაც ჩვენ ვიკეთებთ, რათა უფრო მომხიბვლელად და ელეგანტურად გამოვიყურებოდეთ. ქარვა ერთ მილიონზე მეტი წლისაა. ის არის მთრთოლვარე, მოკანკალე ნივთიერება, ხელშესახები სამხილი საიდუმლო წარსულისა; ეს იურისდროინდელი მატერია გამქრალი მსოფლიოს ექოა; ქარვა ისეთივე დახვეწილი და სრულყოფილია, როგორც თვით მისი სახელწოდება. „ბალტიის ოქრო” – ასე ეწოდება იმ რეგიონს, სადაც ქარვის დიდი დანალექი მოიპოვება. ეს დანალექი არის წიწვოვანი ხეებისგან გამოყოფილი ფისი. ხე ამ ფასს იმიტომ გამოყოფს, რომ დამშეული მწერებისაგან დაიცვას ქერქი და ასევე განკურნოს ის ჭრილობები, რომელსაც უთვალავი ულმობელი ნადირი აყენებს. ჰაერთან კონტაქტში ეს ფისი მაგრდება და იღებს სტალაქტიკის მსგავს ფორმებს. საუკუნეების მანძილზე ეს ნივთიერება ხიდან ჩამოიწვეთება, ერევა ნიადაგს, გადაიქცევა წიაღისეულის მსგავს მასალად, რაც შემდგომ პაწაწინა არსებების, ყვავილების, ბალახის ყუნწების, კენჭებისა და ფოთლების მუდმივი სამარე ხდება. იმის გამო, რომ ქარვა იშვიათობას წარმოადგენს და მისი წარმოშობა საიდუმლოებით არის მოცული, ძველ საბერძნეთში მიაჩნდათ, რომ ის აპოლონის ქალიშვილების გამაგრებული ცრემლებისაგან იყო შექმნილი; ჩვენი წინაპრები ქარვას ავი სულის განსადევნად იყენებდნენ, ხოლო რაც შეეხება რომაელებს, ქარვით თერაპიულ მკურნალობას აწარმოებდნენ: ქარვას ფხვნიდნენ, წითელ ღვინოში ხსნიდნენ და პაციენტს აძლევდნენ. ბოლო დროს ქარვა მშვენიერ სამკაულად მოგვევლინა – ოსტატების მარჯვე და მოხერხებულმა ხელებმა მეტი მიმზიდველობა და ჰარმონიულობა შემატა ბუნების ამ დიდებულ ნაშრომს და შექმნა სამკაულების ჯადოსნური ნაირსახეობა. 564 2-ს მოსწონს
|