x
image
worldsport.ge
“მავერიქსი” გაძლიერებას განაგრძობს

image“დალას მავერიქსი” უახლოეს მომავალში კიდევ ორ ახალწვეულს წარადგენს, რომლებიც გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდებიან. აღნიშნულ ინფორმაციას ლიგის ოფიციალური საიტი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ტეხასელებმა რაშარდ ლუისისთვისკონტრაქტის გაფორმება გადაიფიქრეს და ამის მიზეზად კალათბურთელის მუხლის ქრონიკული ტრავმა დაასახელეს. შედეგად, “მავერიქსი” თავისუფალი აგენტების ბაზარზე გააქტიურდა და სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უახლოეს პერიოდში გუნდი ჯამირ ნელსონსა და ალ-ფარუქ ამინუს დაიმატებს.
ნელსონი ერთწლიან და 2.7 მილიონიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, ხოლო ამინუ ორწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და ჯამში 2.1 მილიონს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ უკანასკელი ორი კვირის განმავლობაში, გუნდმა ტაისონ ჩენდლერი, ჩენდლერ პარსონსი, რეიმონდ ფელტონი და რიჩარდ ჯეფერსონი დაიმატა. ამასთან, ახალი ხელშეკრულება უკვე გააფორმა დირკ ნოვიცკიმ, ხოლო დევინ ჰარისი გუნდს სულ მალე დაუბრუნდება.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0