x
image
beko777
Mediator image
ტესტი - რას ნიშნავს შენთვის სიყვარული?

imageშენს ახალ შეყვარებულს უნდა, ყველაფერი იცოდეს ძველის შესახებ. როგორ მოიქცევი?
ა) ამ თემაზე საუბრისას სიტყვას ბანზე ავუგდებ – 3
ბ) ყველაფერს მოვუყვები – 0
გ) მე ხომ მის წინ არავინ მყოლია – 6
რას ანიჭებ ყველაზე დიდ მნიშვნელობას მამაკაცში?
ა) გარეგნობას – 0
ბ) ხასიათს – 6
გ) იუმორის გრძნობას – 3
ვინ მოგწონს ახლა?
ა) ჩემი თანამშრომელი – 3
ბ) მომღერალი/მსახიობი – 6
გ) არავინ არ მომწონს – 0
გოგონა სტუმრად ეწვია თავის მეგობარ ვაჟს სახლში, რომელმაც მოულოდნელად საიდანღაც ვარდი „გააჩინა”. რას ფიქრობს გოგონა ამ წუთში?
ა) „მგონი, ზედმეტი მოსდის” – 0
ბ) „არ მეგონა, ასეთი რომანტიკოსი თუ იყო” – 3
გ) „თავიდანვე ვხვდებოდი, რომ ის მართლა ჩემი ღირსი იყო” – 6
imageერთ-ერთ საუკეთესო მსახიობს ჯულია რობერთსს ჯერჯერობით არ უმართლებს სიყვარულში. როგორ ფიქრობ, რისი ბრალია ეს?
ა) ჯულია ზედმეტად მგრძნობიარეა და ამით სარგებლობენ სხვები – 6
ბ) მისი შეყვარებულები, უბრალოდ, ერთგულები არ არიან – 3
გ) ამის მიზეზი თვითონაა, ყველაფერი ჯულიას ხასიათის ბრალია – 0
გინდა, შენს რჩეულს გრძნობებში გამოუტყდე, რა გზას მიმართავ?
ა) ტელეფონზე დავურეკავ და გამოვუტყდები – 3
ბ) მისი საყვარელი რადიოს ეთერში მოვიკითხავ და საჯაროდ განვუცხადებ, რომ ძალიან მიყვარს – 0
გ) სასიყვარულო წერილს დავწერ და საკუთარი ხელით გადავცემ – 6
ყოველთვის კითხულობ ჰოროსკოპს?
ა) ხანდახან, როცა გამხიარულება მინდა – 0
ბ) დიახ, მას ყოველთვის დიდი ყურადღებით ვკითხულობ – 6
გ) დიახ, მაგრამ ჰოროსკოპების მაინცდამაინც არ მჯერა – 3
imageშეყვარებულთან ერთად ტრაგიკულ სასიყვარულო სცენას უყურებ კინოში. შენი რეაქცია:
ა) ვტირი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ცრემლები ცოტა უხერხულიც კია – 3
ბ) რამდენიმე მხიარულ კომენტარს გავაკეთებ სიტუაციის განსამუხტავად – 0
გ) კინოდან წამოვალ – ასეთი სცენების ყურება არ შემიძლია – 6


0-21 ქულა: სიყვარული, რომანტიკა, გრძნობები – შენთვის არაფერს ნიშნავს ეს სიტყვები. სიყვარულში ამაღელვებლად მხოლოდ ფლირტს, სიამოვნებასა და სექსს მიიჩნევ. ვინ იქნება ამ დროს შენი პარტნიორი, ეს უკვე მეორეხარისხოვანია, რადგან შენ ადამიანის გარეგნობა გაინტერესებს, ვიდრე მისი ხასიათი და შეხედულებები. თუ ასე გააგრძელებ, შენს დიდ სიყვარულს ვერ იპოვნი. სიყვარული ფეხბურთის მატჩი როდია, დროა, პატარა თავგადასავლებზე აღარ იფიქრო და ისეთ ადამიანს დაუწყო ძებნა, რომელსაც ისეთი ეყვარები, როგორიც ხარ – შენი ღირსებებითა და სისუსტეებით.


24-33 ქულა: სიყვარული შენთვის ნდობასა და სინაზეს ნიშნავს. უაზრო ფლირტით გართობას მირჩევნია, დიდ სიყვარულს დაელოდო. შენი მოთმინების საფასურსაც მიიღებ: მალე ისეთ პარტნიორს იპოვნი, რომელთან ერთადაც ბედნიერებით და რომანტიკით დატკბები. როდესაც შეყვარებული ხარ, მასში ერთდროულად ხედავ ეროტიკულ პარტნიორს და მეგობარს, მაგრამ როცა შენიშნავ, რომ შენი გრძნობებით მხოლოდ თამაშობენ, ასეთი ურთიერთობის გაგრძელებას მისი დასრულება გირჩევნია.


36-48 ქულა: დიდი სიყვარულის გჯერა. შენი დიდი სურვილია, გყავდეს ნაზი, საიმედო სიყვარული. თუმცა, სითამამე გაკლია. დიდი სიყვარულისგან იმდენად ბევრს მოელი, რომ შენს პარტნიორს ნამდვილი ბრძოლა დასჭირდება შენს იდეალებთან დასაახლოვებლად. ასე შენი ოცნებები ძნელად თუ ახდება. შენი გრძნობები სხვებსაც გაუმჟღავნე, პირველი თამამი ნაბიჯები გადადგი და რეალობას შანსი მიეცი. ასე შენი ოცნების მამაკაცს შენთან დაახლოვებაში დაეხმარები.

0
476
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
476
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0