პროფილაქტიკა სტრესის მოხსნა 10 წუთში 2014, 23 ივლისი, 20:54 ძალზე ნერვიულობ, წინ კი მნიშვნელოვანი შეხვედრა გელის, ამას გარდა, შეყვარებულსაც უნდა შეხვდე, რომელიც სულ არ არის დამნაშავე შენს სამსახურებრივ პრობლემებში...
გთავაზობთ სტრესის საწინააღმდეგო უტყუარ რჩევას: დაწექი იატაკზე, ფეხები ზემოთ აწიე, მოხარე მუხლებში 90 გრადუსიანი კუთხით და შემოაწყე გვერდით მდგარ სკამზე. თავქვეშ დაიდე მრგვალად დახვეული პირსახოცი. მოდუნდი და ასე იყავი ათი წუთის განმავლობაში. გვერწმუნე, სრულიად სხვა ადამიანი ადგები! არარეგულარული პრობლემები დარწმუნებული ხარ, რომ ფეხმძიმობა არაფერ შუაშია, თუმცაღა მენსტრუაცია მაინც არ მოდის... ამის მიზეზი შეიძლება იყოს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე ფაქტორი. ფსიქოლოგიური სტრესი კორტიზოლის – სტრესის ჰორმონის დონე მკვეთრად იმატებს, როცა დაძაბული ხარ. ეს კი შენს ტვინს ხელს უშლის, გამოიმუშაოს კიდევ ერთი ჰორმონი – GnRH, რომელიცაა პასუხისმგებელი ოვულაციის დაწყებაზე. * გადამეტებული ვარჯიში GnRH ჰიპოპიზს ყოველ 90 წუთში ერთხელ „სტუმრობს”. გადამეტებულ ფიზიკურ ვარჯიშს (აერობიკით ერთი საათით მეტად დაკავების დროსაც) შეუძლია იმდენად შეანელოს ეს პროცესი, რომ ოვულაცია შეჩერდეს. * მკაცრი დიეტა თუ გახდომა განიზრახე და ძალიან ცოტას ჭამ, მცირდება GnRH ჰორმონის რაოდენობა. შედეგი იგივეა, რაც წინა შემთხვევაში. * წონის ძალზე სწრაფად დაკარგვა ცხიმოვანი ქსოვილები გამოიმუშავებენ ლეპტინს, რომლებიც ტვინის მიერ წარმოქმნილ ჰორმონებთან ერთად რეპროდუქტიულ ორგანოებს უგზავნიან სიგნალს: გააგრძელეთ მუშაობა. თუ რომელიმე ქსოვილში ცხიმის რაოდენობა შემცირდება, შესაბამისად, დაეცემა ლეპტინის დონე, რაც თავის მხრივ აისახება რეპროდუქტიულობის პროცესზე. * იშვიათი, არარეგულარული სექსი გამოკვლევები ცხადყოფს: მუდმივ პარტნიორთან ხშირი სექსი ქალურ ციკლს გაცილებით რეგულარულს ხდის. მენიუ გულმავიწყთათვის ინგლისელ მეცნიერთა გამოკვლევებმა დაამტკიცა, რომ ისპანახი ნომერ პირველი პროდუქტია მათთვის, ვისაც მეხსიერების გაუმჯობესება უნდა. მას ფეხდაფეხ მიჰყვება მარწყვი. გაირკვა, რომ ორივე პროდუქტი ანტიოქსიდანტებს გამოიმუშავებს. მოკლედ, თუ გამუდმებით გავიწყდება, სად დადე სახლის გასაღები, შეეცადე, სალათას ისპანახის ფურცლები დაუმატო, დესერტს კი – მარწყვი. 470 2-ს მოსწონს
|