სხვა Facebook-ით ნაპოვნი კაბის ქურდი 2014, 23 ივლისი, 17:11 გოგონამ ვესტ-ფრანკფორტის (ილინოისის შტატი, აშშ) ერთ-ერთი ბუტიკიდან მოიპარა ძვირადღირებული კაბა და ძვირფასეულობა, თავი კი გასცა იმით, რომ მოპარული კაბით სელფი გადაიღო და Facebook-ზე დადო.
ქურდობიდან რამდენიმე საათის შემდეგ 27 წლის დენიელ საქსტონმა (სურათზე მარჯვნივ))რამდენიმე ფოტო გადაიღო და დადო Facebook, -ზე.იგი მოპარულ კაბით იწონებდა თავს. ტანსაცმლის დაკარგვის შესახებ ბუტიკის მფლობელმა კერტ უილიამსმა საკუთარ Facebook-ის მეშვეობით აუწყა მომხმარებლებს, რომ დაეკავიბინათ ეჭვმიტანილი, ან ეცნობებინათ მისთვის, თუ სადმე შეხვდებოდნენ ქურდს. როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ინტერნეტმომხმარებლები აქტიურად გამოეხმაურნენ "Mortie's Boutique"-ს მფლობელს და ახალგაზრდა ქალი სწრაფად იპოვეს სოციალური ქსელის მეშვეობით. პოლიციამ უკვე დააკავა ეჭვმიტანილი. 128 3-ს მოსწონს
|