x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ბრილიანტის ხელი " 45 წლისაა.საინტერესო ფაქტები და უცნობი ფოტოები
45 წლის წინ გადაღებული იქნა ფილმი "ბრილიანტის ხელი", უკვდავი კომედია, წლები გადის, მაგრამ სურათის მიმართ ინტერესი არ ცხრება, პოპულარობით ფილმს მე-3 ადგილი უკავია ყველა დროის საბჭოთა ფილმებს შორის.



ფილმის სიუჟეტი რეალურ ამბავზეა აგებული, იდეა იაკობ კოსტიუკოვსკის დაებადა მას შემდეგ, როცა გაზეთში ამოიკითხა სტატია შევეიცარელ კონტრაბანდისტებზე, რომლებსაც ძვირფასეულობა თაბაშირით გადაჰქონდათ.

image




























თუმცა შემდგომ როგორც გაირკვა, ფილმს არ გააჩნდა იურიდიული დატვირთვა, საქმე იმაშია, რომ საბჭოთა მოქალაქეს კანონის მიხედვით შეეძლოთ ძვირფასეულობის ქვეყანაში შემოტანა, გატანა იყო აკრძალული.



კანონი იყო დარღვეული იმ ქვეყანაში, საიდანაც ძვირფასეულობა იქნა შემოტანილი ფილმის სიუჟეტის მიხედვით.


მთლიანობაში სცენარი მიღებული იქნა, თუმცა სამხატვრო საბჭომ მცირეოდენი შესწორებები შეიტანა.მაგალითად:შემცირებული იქნა ფილმში მილიციის როლი, შემოკლებული იქნა ეპიზოდი რესტორანში, სადაც კონტრაბანდისტების შეფი ქეიფობს და მას პიონერები ულოცავენ.აგრეთვე ამოღებული იქნა რეპლიკა:"როგორც ჩვენი შეფი ამბობს, მთავარი ჩვენს საქმიანობაში, -სოცრეალიზმია".

image



















ბოლო მომენტში იქნა შეცვლილი ფრაზა:"იცით, არ გამიკვირდება, თუ ხვალ გაირკვევა, რომ თქვენი ქმარი უჩუმრად სინაგოგაში დაიარება"..სინაგოგა, საყვარლით შეიცვალა.(«И вы знаете, я не удивлюсь, если завтра выяснится, что ваш муж тайно посещает синагогу»).

image













სამხატვრო საბჭოს არ მოეწონა მეძავის სცენა სტამბულში და სასტუმრო ატლანტიდაში, მთავრი გმირის ლოთობა, მებაჟეების გულგრილობა და სხვა.


რომ შეენარჩუნებინა ფილმი მთლიანობაში და დაჩეხვისგან გადაერჩინა, ლეონიდ გაიდაიმ მცირე ეშმაკობას მიმართა. ფილმის დასასრულში ჩასვა ბირთვული აფეთქების კადრი ზღვის ფონზე და სახკინოს განუცხადა, რომ თანახმაა ამოიღოს ყველა მათთვის არასასურველი კადრი, გარდა ამისა.


აღშფოთებულმა კომისიამ რეჟისორს შენიშვნა მისცა:"თქვენ რა გავიწყდებათ, რა დაძაბული ვითარებაა მსოფლიოში.."ეშმაკობამ გაჭრა, ამოღებული იქნა აფეთქების სცენა, რომელიც საერთოდ არ სჭირდებოდა რეჟისორს, ხოლო დანარჩენი სიუჟეტები შენარჩუნებული იქნა.

image






















გადამღები ჯგუფი გახარებული იყო იმით, რომ საზღვარგარეთის რომელიმე კურორტზე მოუწევდათ ყოფნა, თუმცა გაიდაიმ განაცხადა, რომ მთლიანად საბჭოთა კავშირში იქნებოდა გადაღება.ბაქო სტამბულად გადაიქცა, რესტორან "Плакучая ива"-ს სიუჟეტი "მოსფილმის" შიდა პავილიონში იქნა გადაღებული.


ფილმის ეპიზოდები გადაღებული იქნა აგრეთვე ადლერში, სოჭში, ტუაფსეში და "კრასნაია პოლიანას" გზატკეცილზე.

image














ისტორიული იყო სასტუმრო "ატლანტიდა" ფილმში, რომელიც ადლერში მდებარეობდა და სინამდვილეში "ჰორიზონტი" ერქვა, მანდვე ცხოვრობდნენ მსახიობები.ცნობილი სასტუმრო, რომელიც მილიონობით ადამიანისთვის იყო ცნობილი, სამწუხაროდ ვიღაც კერძო პირმა შეიძინა და მთლიანად დაანგრია.

image























თავიდან მთავარ როლზე იური ნიკულინის დამტკიცება არ უნდოდათ, "გაიდაიმ უარი თქვა "შურიკაზე", და განუყრელი "სამეულიდან" არჩია ერთ-ერთი", საყვედურობდნენ მას.

image



















აღსანიშნავია, რომ ფილმში ნიკულინების მთელი ოჯახი მონაწილეობდა.იურის ცოლი ტატიანა ექსკურსიის გიდის როლს ასრულებდა, ხოლო ვაჟი მაქსიმი მეთევზე ბიჭს, რომელიც "წყალზე დადიოდა."

image










































ბანდიტ კონტრაბანდისტის ლელიკას როლში სამი კანდიდატურა იყო, მიხეილ პუგოვკინი, ლეონიდ სატანოვსკი და ანატოლი პაპანოვი.არჩევანი ამ უკანასკნელზე შეჩერდა.

image






















გეშას როლის პრეტენდენტები ანდრეი მირონოვი, გიორგი ვიცინი, რუდოლფ რუდინი და ვალერი ნოსიკი იყვნენ.საბოლოოდ სახატვრო საბჭო დიდხანს ფიქრობდა ვიცინი აერჩიათ თუ მირონოვი.

image





















სწორედ ამ ფილმმა მოუტანა ყველაზე დიდი პოპულარობა ანდრეი მირონოვს.

image






























შეფის როლის პრეტენდენტები იყვნენ პიცეკი, რუნგე, შპირგფელდი და რომანოვი.არჩევანი ნიკოლაი რომანოვზე შეჩერდა.

image



















ანა სერგეევნას როლზე სამი მსახიობი გასინჯეს, საბოლოოდ სვეტლანა სვეტლიჩნოი იქნა არჩეული.

image
























თუმცა ამ ეპიზოდურ როლზე კინოსინჯები მანამდე კლარა ლუჩკომ გაიარა.

image





















image



















გორბუნკოვის ცოლის როლს ნინა გრებეშკოვა, გაიდაის ცოლი თამაშობდა.

თავიდან სცენარის მიხედვით მთვრალი გორბუნკოვი სურათის ჩამოგდებას უნდა გაეღვიძებინა, თუმცა სცენა არაფრით არ გამოდიოდა, ხან სურათი ჯიუტად არ ვარდებოდა, ხან თუ ჩამოვარდებოდა, არასწორად ეცემოდა....საბოლოოდ გადაწყვიტეს გორბუნკოვის გაღვიძების სცენა მაღვიძარათი შეეცვალათ.

image

















დიდი კამათი გამოიწვია ვარვარა სერგეევნას როლის შემსრულებელმა..თვითონ რეჟისორსაც არ უნდოდა.

დიდი ორჭოფობის შემდეგ საბოლოოდ ნინა მორდიუკოვა დაამტკიცეს როლზე.

image



















"საშიში ტიპის" ეპიზოდური როლი ჟურნალისტმა ლეონიდ პლეშაკოვმა განახორციელა.ამ პატარა სცენის გადაღება 4 საათი გრძელდებოდა გორკის პარკის ტუალეტთან.

image



















პორტზე შემოსულ თბომავალს "პობედა" ერქვა, გაიდაიმ თხოვა გემის კაპიტანს ერთი დღით გადაერქვათ სახელი და "მიხაილ სვეტლოვი" დაერქმიათ.მაშველ რგოლებსაც კი მიხაილ სვეტლოვი დააწერეს.

image














აღსანიშნავია, რომ ფილმის გამოსვლის შემდეგ, დამზადდა გემი, რომელსაც უკვე სინამდვილეში "მიხაილ სვეტლოვი" დაარქვეს.image






















სცენაში, სადაც გორბუნკოვის შვილი გეშას ნაყინს ესვრის სახეში, სინამდვილეში ხაჭოა.

image

















"იდიოტო", ეს ფრაზა შემთხვევით წამოისროლა პაპანოვმა, რამდენიმე დუბლი გადაიღეს. პაპანოვს სციოდა წყალში და ძალზე გაბრაზდა, როგორც იქნა დაამთავრეს, განრისხებულმა მსახიობმა ასისტენტს მიაძახა"იდიოტო"....გაიდაიმ ეს ფრაზა ფილმში დატოვა.

image



















იმ სცენის გადაღება, სადაც ბიჭი ბლიკს მიუყვება წყალში, არაფრით გამოდიოდა, ბავშვი მანამდე ეცემოდა წყალში სანამ მირონოვი მიუახლოვდებოდა...7-ჯერ გადაიღეს დუბლი.რეჟისორი მიხვდა, რომ ბიჭს ფსიქოლოგიური მომენტი ჰქონდა...ელოდებოდა მირონოვი, რომ ხელს ჰკრავდა და ამიტომ წინასწარ ეცემოდა წყალში..."მორჩა სცენარს ვცვლით, "-დაიყვირა გაიდაიმ–"ანდრეი უბრალოდ გვერდს აუვლის ბიჭს.....ჩუმად კი მირონოვს ჩასჩურჩულა..როგორც კი მიუახლოვდები უბიძგე, რაც შეიძლება ძლიერად".

image















სცენა რესტორანში, ვოლოდკა ტრინკინი (Вот усы вам — вылитый Володька Трынкин, вылитый!»), სინამდვილეში რეალური ადამიანია, ლეონიდ გაიდაის კლასელი.

image



























ავტოსამრეცახაო სპეციალურად ააგეს სოჭის ცენტრში ფილმისთვის.შემდეგ იგი გადაიტანეს და ჩვეულებრივად მუშაობდა მომხმარებლებისათვის.

image

















ფილმის ფინალში ამწეს კაუჭი ხვდება იური ნიკულინს, მსახიობს მართლაც ძალიან ეტკინა კისერი, სიმწრით მომუწა ტუჩები და გააგრძელა სცენის თამაში.

image
















ფილმის გმირებს ძეგლები აუგეს 2010 წელს.ერთი, როდესაც გორბუნკოვი ოჯახს ემშვიდობება პორტზე,



ხოლო მეორე, გეშას ცნობილი სცენა ზღვაზე.ძეგლი 2010 წლის 1 ნოემბერს გაიხსნა ნოვოსიბირსკში.imageimage

6
192
9-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
192
  
2014, 21 ივლისი, 17:36
მადლობა გაიხარე....მანჩოსგან განსხვავებით ცოტა ვზარმაცობ ხოლმე
2014, 21 ივლისი, 16:07
სანამ სტატიას ჩავიკითხავდი ორი ვარიანტი მქონდა ამ სტატიის ავტორი ან მანჩო უნდა ყოფილიყო ანდა თქვენ და არც შევმცდარვარ, როგორც ყოველთვის, საინტერესო იყო,ასე გააგრძელეთ
2014, 21 ივლისი, 12:53
კარგია
2014, 21 ივლისი, 12:16
მადლობა..გაიხარეთ
2014, 21 ივლისი, 12:08
კარგი ნამუშევარია.ძალიან მიყვარს ეს ფილმი
2014, 21 ივლისი, 11:45
ძალიან მომეწონა:)
0 1 6