x
მეტი
  • 28.06.2024
  • სტატია:135634
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509989
ეკა ხოფერიამ და მიშა ხუჯაძემ ქორწინების 7 წლის იუბილე აღნიშნეს
image
ყველასთვის კარგად ცნობილ ჟურნალისტს ეკა ხოფერიას ტელეკომპანია "იმედზე" თავისი საავტორო თოქ-შოუ მიყავს. მისი მეუღლე მიშკა ხუჯაძე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მუსიკალური ტელეშოუ "ორი ვარსკვლავიდან", სადაც მიშკა მომღერალ ანი კეკუასთან ერთად იყო წყვილში, მართალია გამარჯვება ვერ მოიპოვა, მაგრამ უამრავი ხალხის სიმპატია და სიყვარული დაიმსახურა.

ეკა ხოფერიასთვის ეს მეორე ქორწინებაა. პირველი უიღბლო ქორწინებიდან ჟურნალისტს ყავს გოგონა, ანანო. ეკას პირველი ქორწინება 7 წელი გრძელდებოდა.

მიშკამ და ეკამ ჟურნალისტ ნინო შუბლაძის ქორწილში გაიცნო ერთმანეთი და 4 თვიანი მეგობრობა სიყვარულში გადაეზარდათ.

მიშკა ხუჯაძე არის ცნობილი ექიმი, ოტორინოლარინგოლოგი. მათ ყავთ ორი საერთო შვილი, იკა და ნიკოლასი.


მიუხედავად იმისა, რომ ორივე ძალიან დაკავებულები არიან, მათ ერთმანეთისთვის დრო მაინც რჩებათ და წლებმა მათ სიყვარულს ვერაფაერი დააკლო, პირიქით უფრო გააძლიერა..

მათი ოჯახური ცხოვრება უკვე შვიდ წელს ითვლის და ქორწინების ეს იუბილე წყვილმა ლამაზად აღნიშნა. ისინი ორივე თეთრ საქორწინო სამოსში იყვნენ გამოწყობილნი. მათი ქორწილის იუბილეს ცნობილი ქართველი ჟურნალისტები და მათი ახლო მეგობრები ესწრებოდნენ.

წყვილმა ერთად სიმღერაც შესარულა.image

სოციალური ქსელის "ფეისბუქის" ეკა ხოფერიას თოქ-შოუს ოფიციალურ გვერდზე ეკა ათვირთა ამ იუბილეს აღმნიშვნელი ფოტოები. მათ უამრავი მილოცვები მიიღეს.

ბედნიერებას და ტკბილად შებერებას ვუსურვებ მათ!

ეკა ხოფერიას მეჯვარე ცნობილი ჟურნალისტი ნინო ქაჯაია იყო.

გთავზობთ ფოტოებს ეკას და მიშკას ქორწილის 7 წლის იუბილედან:

imageimage

image

0
878
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
878
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0