მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი "ბოინგ"-777 ჩამოგდებული იქნა 16.20 წუთზე.მალევე, ჩამოგდებიდან რამდენიმე წუთში სოციალურ ქსელ "Вконтакт"-ში დაიდო პოსტი, სადაც სეპატატისტებზე დაყრდნობით იუწყებოდნენ, რომ მებრძოლებმა ჩამოაგდეს უკრაინული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ან-26 .
"ხომ ვაფრთხილებდით ჩვენს ცაზე ნუ დაფრინავთო".
ეს ამბავი მომენტალურად გავრცელდა სოციალურ ქსელებში, სეპარატისტთა ერთ-ერთი ლიდერის იგორ სტრელკოვის მომხრეებში.
ეს ინფორმაცია რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამაც აიტაცა.თუმცა, როგორც კი გახდა ცნობილი, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ჩამოვარდა მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა, პოსტი მაშინვე გაქრა ინტერნეტსივრციდან.

სეპარატისტების ლიდერი იგორ სტრელკოვი.
ამასთანავე სეპარატისტები სიამაყით აღნიშნავდნენ,
ჯერ კიდევ ივნისის ბოლოს მიიღეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი "Бук"-ი, რომელსაც შეუძლია ჩამოაგდოს თვითმფრინავი 10 000 მეტრის სიმაღლეზე.
თუმცა ტრაგედიის შემდეგ, ნაჩქარევად იქნა აკაუნტები წაშლილი როგორც "Вконтакте"-იდან, ასევე 29 ივნისის პოსტი"ტვიტერიდან", სადაც ხელში ჩაგდებულ "Бук"-ის შესახებ იყო ინფორმაცია.
მალევე მათი რიტორიკაც შეიცვალა, მაშინვე კატეგორიულად უარყვეს, აღნიშნეს, რომ დონეცკის სახალხო რესპუბლიკას მსგავსი შეიარაღება არ გააჩნია და ყველაფერი კიევს გადააბრალეს.