x
მეტი
  • 28.06.2024
  • სტატია:135634
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509989
ფოლკლორული ანსამბლი ადილეი
ანსამბლ “ბანის" პროვოკაციამ თითქმის გადაფარა ქართულ ტრადიციულ ფოლკლორისტიკაში მიმდინარე პროცესები, თან ეს მაშინ როცა ჯერ კიდევ საკითხავია არის თუ არა “ბანი" ფოლკლორი.
სამაგიეროდ, ქართულ ფოლკლორისტიკის ოჯახს შეემატა ახალი წევრი, ტრადიციული ფოლკლორის მიმართულების ანსამბლი “ადილეი".
ანსამბლი “ადილეი" სულ რაღაც წელიწადნახევრის წინ შეიკრიბა და საზოგადოებამ ისინი წელს, 18 მაისს გაიცნო მანანა შილაკაძის ხსოვნის საღამოზე საკრავთა მუზეუმში, ხოლო უფრო ფართო რეპერტუარით - კონსერვატორიაში, ახალგაზრდა ფოლკლორისტთა კონფერენციაზე 29 მაისს.
“ადილეის" რეპერტუარი დასავლეთ საქართველოს კუთხეების სიმღერებია: ძირითადად გურული, მეგრული, აჭარული და იმერული. ანსამბლის სახელიც სწორედ გურული სამგზავრო სიმღერიდან მომდინარეობს და წინსვლასთან, ურთიერთობასთან და სილაღესთან ასოცირდება. ანსამბლის ზოგიერთი წევრი არის ისეთი დიდი სამომღერლო ტრადიციის მქონე გვარების წარმომადგენლები როგორიცაა ხუხუნაიშვილები, ჩავლეიშვილები და სხვ.
“ადილეი" ცდილობს იმღეროს თავისუფალი სტილით, ორიენტირებულნი არიან გლეხურ ფოლკლორზე და ცდილობენ მრავალფეროვნება და ადილეისეული კვალი დაამჩნიონ ამა თუ იმ სიმღერას.

იხილეთ ოფიციალური გვერდი:


https://www.facebook.com/Adilei


https://soundcloud.com/adilei



image

0
32
შეფასება არ არის
ავტორი:ლევან ბითაროვი
ლევან ბითაროვი
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0