x
მეტი
  • 28.06.2024
  • სტატია:135635
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509989
ყველაზე ლამაზი წყვილი იტალიაში-ადრიანო ჩელენტანომ და კლაუდია მორიმ ოქროს ქორწილი აღნიშნეს
მათ თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ყველაზე ლამაზი და ყველაზე შეყვარებული წყვილი იტალიაში, თუმცა ისინი თავის თავს "შეყვარებულ ომებს" უწოდებენ. დიახ, ზუსტად ასე დაარქვა თავის ახლადგამოსულ წიგნს კლაუდია მორიმ, მიუძღვნა რა თავისი მემუარები ნახევარსაუკუნოვან ქორწინებას ადრიანო ჩელენტანოსთან. 14 ივლისს იტალიის ყველაზე ლამაზმა წყვილმა ოქროს ქორწილი აღნიშნა.


image


მათ ერთმანეთი 1963 წელს გაიცნეს ფილმის "უცნაური ტიპი" გადაღების დროს, ხოლო 1964 წლის 14 ივლისს, ღამის 3 საათზე მალულად დაქორწინდნენ ტოსკანოს ერთ-ერთ ეკლესიაში. ცერემონიას მხოლოდ ძალიან ახლო მეგობრები ესწრებოდნენ, მოწმეებს ჯვრისწერის მსვლელობის დროს ჩაეძინათ, საქმროს თავი ტკიოდა- ეკლესიაში შესვლამდე წყვილმა საშინლად იჩხუბა-კლაუდიას არ მოეწონა ჩელენტანოს ჰალსტუხი. ჯვრისწერის დასრულებისთანავე წყვილმა თითიდან მოიძრო ჯვრისწერის ბეჭედი და ის აღარასოდეს გაუკეთებიათ, თვლიდნენ რა, რომ ეს ბურჟუაზული გადმონაშთი იყო...აი ასე უცნაურად დაიწყო ამ ლამაზი წყვილის ერთობლივი ცხოვრება.


imageimage


ჩელენტანოს ძალიან ფეთქებადი ხასიათი ჰქონდა, ამიტომ მორიმ, გააანალიზა რა ის, რომ მას მუდმივად მოუწევდა მეუღლის უამრავი თაყვანისმცემლის და კინოს და მუსიკის სამყაროდან კოლეგი ქალბატონების ადრიანოსადმი გადაჭარბებული ყურადღების მოთმენა, მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება-მან თავისი კარიერა ეკლესიის კარებთან დატოვა და მთელი ცხოვრება ქმარს დაუკავშირა-მას არამარტო 3 მშვენიერი შვილი აჩუქა, რაამედ ძირითადი საყრდენი გახდა მისი კარიერისა.


imageimage

ამჟამად კლაუდია იმიჯმეიკერი, პროდიუსერი და თქვენ წარმოიდგინეთ, დირექტორიცაა ოჯახური ხმის ჩამწერი კომპანიისა Clan Celentano. ამან შესაძლებლობა მისცა მის ქმარს დამოკიდებული არ ყოფილიყო პროდიუსერებზე და მათ გემოვნებაზე. ამასთანავე კლაუდია ნიჭიერი პიარ-მენეჯერიცაა, უკეთებს რა შესანიშნავ ორგანიზებას სკანდალურ სარეკლამო აქციებს.

image

image

მთელი მათი ნახევსაუკუნოვანი ქორწინების განმავლობაში მათ მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ კრიზისი-ჩელანტანო რომში ცხოვრობდა, ხოლო კლაუდია პატარა მთიან სოფელში რომიდან 800 კილომეტრის დაშორებით.


image


ჩელენტანომ დიდხანს ვერ გაძლო მარტო და მეუღლეს ტაქსი გაუგზავნა, გაატანა რა ტაქსის მძღოლს 32-გვერდიანი მოსანანიებელი, სიყვარულით აღსავსე წერილი. მორი წინ ვერ აღუდგა ასეთ მხურვალე სიტყვებს და ქმართან დაბრუნდა.


image

image

1970 წლის სან-რემოს ფესტივალზე ადრიანოს გამარჯვებაში ლომის წვლილი მიუძღვის კლაუდიას: ის სცენაზე ქმართან ერთად გამოვიდა, უკეთებდა რა მისამღერს და არ აცილებდა ალერსიან მზერას. ამის აშემდეგ ათწლეულების განმავლობაში სან-რემოს სიმღერის ფესტივალი გადაიქცა ერთი მსახიობის-ადრიანო ჩელენტანოს თეატრად.


imageimage

ნებისმიერი იტალიელი მამაკაცისათვის ქალი-როგორც ჰაერია, მის გარეშე მათ ცხოვრება არ შეუძლიათ, არც ჩელენტანო იყო გამონაკლისი-მას მუდმივად ეხვია გარს ულამაზესი ქალები. სხვათა შორის, მხოლოდ ორნელა მუტიმ-ჩელანტანოს პარტნიორმა ფილმში "ჭირვეულის მორჯულება"-შეძლო ის, რაც ვერ შეძლო ბევრმა ულამაზესმა ქალმა. ორნელას თვითონაც უსაზღვროდ შეუყვარდა ადრიანო, მის გამო ქმარსაც კი დაშორდა და იგივეს ელოდა ჩელენტანოსგანაც. წყვილი გარკვეული დროის განმავლობაში ერთადაც კი ცხოვრობდა.


image


როგორ მოიქცა ამ დროს კლაუდია? მას ჩვეულებრივი რიგითი ქალივით ისტერიკა არ აუტეხია და სცენები არ მოუწყვია ადრიანოსათვის. ინტერვიუებში ის მშვიდად აცხადებდა, რომ ყველა მამაკაცის ცხოვრებაში დგება კრიზისული მომენტი და რომ "შემთხვევითი ღალატი" გაყრის მიზეზი სულაც არაა. ის საოცარი მოთმინებით ელოდა ადრიანოს და ეს მოთმინება მალე დაგვირგვინდა გამარჯვებით-ადრიანო ოჯახში დაბრუნდა. მან სახალხოდ მოუხადა ბოდიში ცოლს და შვილებს თავისი გატაცებისათვის.


image


ამჟამად ჩელენტანოს ოჯახი ცხოვრობს მილანში, მყუდრო ვილაში. ვილის შესასვლელთან შადრევანია, რომლიდანაც წყალი კლაუდიას ქანდაკებას ესხმება. წყვილს არ უყვარს ხმაურიანი წვეულებები და საკმაოდ ჩაკეტილ ცხოვრებას ეწევიან. კლაუდიას ისევ ძველებურად უყვარს თავის ქმარი, რადგან მისი სიტყვით რომ ვთქვათ -"ცხოვრებაში არ შეხვედრია ადრიანოზე საინტერესო მამაკაცი".


image


ამ ფოტოებს შორის სხვაობა 50 წელია, მაგრამ მეუღლეებს ისევ ისე უყვართ ერთამენთი, როგფორც ქორწინების პირველ დღეს.

ვუსურვოთ მათ ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე თაყვანისმცემლების გულის გასახარად.




18
471
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
471
  
2014, 21 ივლისი, 22:02
მადლობა, თაკო....და თბილი და საყვარელი ადამიანებით:)
2014, 21 ივლისი, 22:01
ლამის ვიტირე :'( რა თბილი სტატიაა თბილი ისტორიით :'(
2014, 18 ივლისი, 21:58
:D კაი თვალებს გავახელ მარა ეგ რას შველის რო
2014, 18 ივლისი, 21:55
უნდა ფართოდ გაახილო ეგ თვალები და დაინახავ,,,მხოლოდ არ უნდა აჩქარდე და არ უნდა შეცდე:(
2014, 18 ივლისი, 21:52
ჰმ მე ვამბობ :D
2014, 18 ივლისი, 21:52
არსებობს ჩემო ნინი, უბრალოდ ის ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის ;) როდესაც გეწვევა, დაიჯერებ :*
2014, 18 ივლისი, 21:51
ეგ ვინ მოგახსენა?:D
2014, 18 ივლისი, 21:44
სიყვარული არ არსებობს :P
2014, 17 ივლისი, 21:18
გაიხარე მანჩო :*:*
2014, 17 ივლისი, 21:16
ბედნიერი ადამიანი ხარ და გისურვებ 100 წელი ეგეთი სიყვარულით გეცხოვროს:)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10