x
მეტი
  • 28.06.2024
  • სტატია:135634
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509989
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი 45 წლის ასაკში მამა გახდება?
image2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა გიორგი მარგველაშვილმა დაიკავა.

ჯერ კიდევ ძველი ხელისუფლების შეცვლილმა კონსტიტუციამ მოიტანა, ის, რომ სახელმწიფოს მართვის სადავეები ხელში პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აიღო. პრეზიდენტის უფლებამოსილება მნიშვნელოვნად შეიზღუდა და საზოგადოებასაც მოაკლდა თვალში ქვეყნის პირველი პირი. მითუმეტეს, რომ მისი წინამორბედი მიხეილ სააკაშვილი ყოველდღე ტელეეკრანებზე ჩანდა. image

გიორგი მარგველაშვილის პირადმა ცხოვრებამ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. პრეზიდენტს პირველი ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი ჰყავს ანა. გიორგი მარგველაშვილი ამჟამად მეგობარ ქალბატონთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად ცხოვრობს. წყვილი ოფიციალურად ქორწინებაში არ იმყოფება. ამ "ევროპულმა ურთიერთობამ" საზოგადოება გააღიზიანა. ვინ არის საქართველოს პირველი ლედი?-ამ კითხვაზე პასუხი ყველას აინტერესებს. თუმცა ჯერ ხომ იმაზეც ვერ ჩამოვყალიბდით საერთოდ ვინ არის ქვეყნის პირველი პირი ღარიბაშვილი თუ მარგველაშვილი?

პრეზიდენტის ოჯახში სიახლეა.გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი მარგველაშვილის მეგობარი ქალბატონი მაკა ჩიჩუა ფეხმძიმედ არის. ინფორმაციას ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებენ, თუმცა ოჯახის მეგობრები ამ სასიამოვნო ფაქტზე სახალხოდ საუბრობენ.


ვუსურვოთ წყვილს წარმატებები და ბედნიერი მომავალი...

image

0
166
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0