x
მეტი
  • 28.06.2024
  • სტატია:135634
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509989
"ეროსი კიწმარიშვილის დაუსრულებელი მემუარები" - ამ სათაურით მიმდინარეობდა სატელევიზიო გადაცემა " სუბიექტური აზრი"
image" ეროსი კიწმარიშვილის დაუსრულებელი მემუარები" - ამ სათაურით მიმდინარეობდა სატელევიზიო გადაცემა " სუბიექტური აზრი".პროფესიით ექიმი, მაგრამ უნიჭიერესი ჟურნალისტი ეროსი კიწმარიშვილი გუშინ საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ინტერნეტგამოცემა "

For.ge " დღეს კიწმარიშვილის დაუსრულებელ მემუარებს ავრცელებს. მემუარებში ეროსი კიწმარიშვილი უდიდესი სიმპათიით საუბრობს ნინო ბურჯანაძეზე, რომელსაც ინგლისის დედოფალს ადარებს. ის " ვარდების რევოლუციის" ერთ - ერთი მთავარი შემოქმედი იყო .

როგორც მის სიკვდილის წინ გახსენებულ წარსულში ვკითხულობთ, ეროსი წერს: – " ... ნინოს როლი, მნიშვნელობა და ადგილი ინგლისის დედოფალივითაა - ცერემონიალური. მას იტანენ, უსმენენ, მაგრამ პრინციპულ საკითხებში მის აზრს აღარ ითვალისწინებენ".

მისი სიმპათია განსაკუთრებით იხრება ნინო ბურჯანაძისკენ, რასაც ვერ ვიტყვით ვერც ზურაბ ჟვანიაზე და ვერც სააკაშვილზე.


ამონარიდი მემუარებიდან: – " ... ყველაფერი ნათელია - ჟვანია და სააკაშვილი საკუთარი გარანტიების მიღებისთანავე ნინოს, როგორც რაიმე სახის ინტერესების მქონე პარტნიორს, სერიოზულად აღარ განიხილავენ." მავრმა გააკეთა საქმე, მავრს შეუძლია წავიდეს" - ბურჯანაძემ პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებაზე დათანხმებით უზრუნველყო " ვარდების რევოლუციის' მონაპოვარის ოპოზიციის ხელში გადასული ძალაუფლების ლეგალიზაცია და საკუთარი საპრეზიდენტო ამბიციების უკან წაღებით გზა გაუხსნა სააკაშვილს პრეზიდენტობისკენ, ამავე დროს საკონსტიტუციო ცვლილებებზე დათანხმებით ჟვანიას გავლენიან თანამდებობას მწვანე შუქი აუნთო..."

ეროსი კიწმარიშვილს საკუთარი მემუარები პუნქტებად ჰქონდა დასათაურებული:

1) მე და რევოლუციის პირმშოები;

2) ძალაუფლების დანაწილება ანუ ბრძოლა პირველობისათვის;

3) ბზარი:

4) რევოლუცია საკუთარი შვილების ჭამას იწყებს.

ამონარიდები მემუარებიდან: – " ... პირველად რევოლუციის ბოლო კვირეების განმავლობაში სიტუაციის სირთულემ და ძალაუფლების ასეთმა " ახლოდან შეხებამ" დამაბნია.გულრწფელად ვამბობ, მანამდე არასოდეს მეგონა ასე ერთ ოთახში 4 - 5 ადამიანის საუბარი და შეთანხმება ქვეყნის ყველაზე მაღალ თანამდებობებთან დაკავშირებით, თანამედროვე პოლიტიკური სისტემის პირობებში თუ ასეთი რეალურად განხორციელებადი შეიძლებოდა ყოფილიყო..." იმ ადამიანების საუბარი, რომლებიც ჯერ კიდევ გუშინ შესაძლოა ისტორიის სანაგვეზე ან ციხეში აღმოჩენილიყვნენ ან სულაც ქილერის მსხვერპლი გამხდარიყვნენ ამ დაბნეულობის გამო, ცოტა ხანს ხმას ვერ ვიღებდი, რაც ვინც მიცნობს, იცის - რა არაბუნებრივია ჩემი მხრიდან..."image

ეროსი კიწმარიშვილის ნიჭი და დაუშრეტელი ენერგია ნამდვილად დააკლდა ქართულ ჟურნალისტიკას.image

0
117
9-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0