x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ნარკოტიკების პრევენცია ევროპულ სკოლებში
აბსტრაქტი


მოცემულ სტატიაში განხილულია ევროკავშირის ინიციატივით შემუშავებული სტრატეგიული პროგრამა სკოლებში ნარკოპრევენციასთან დაკავშირებით. პროგრამის ძირითადი მიმართულება ეყრდნობა მოსწავლეებში შიდაპიროვნული თვისებების განვითარებას, ბალანსირებული ინფორმაციის მიწოდებას ნარკოტიკებზე და მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას სკოლებში. განისაზღვრა სწავლების ის მეთოდოლოგია,
რომლითაც პრევენცია უფრო ეფექტურად მოქმედებს, როგორიციაა: ჯგუფური და გრძელვადიანი სწავლება, ჯანსაღ ცხოვრებაზე მეტი აქცენტის გაკეთება, ვიდრე მენტორული ტონი და გაზვიადებული
ინფორმაცია ნარკოტიკებზე. ნარკოპრევენციული პროგრამის ხარისხის გასაუმჯობესებლად აუცილებელია აქტიური მონიტორინგისა და სტატისტიკის წარმოება, რათა გამოვლინდეს ის ნაკლოვანებები,
რომელიც ხელს უშლის აღნიშნული პროგრამის წარმატებით განხორციელებას. ვინაიდან, ყველა ქვეყანა არ აკეთებს მსგავს მეთვალყურეობას, ნაკომანიის პრევენციის ევროპის მონიტორინგის
ცენტრი აჯამებს ყოველწლიურ ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნებში და დებს ანგარიშს მიმდინარე წლის ნაკლოვანებებსა და პოზიტიურ მხარეებზე.

ზოგადი მიმოხილვა


ნარკომანია მრავალგანზომილებიანი პრობლემაა და მისი განხილვა ერთ რომელიმე დონეზე არ შეიძლება. პრობლემის გლობალურობის
მიუხედავად, მისი დაძლევა ყოველ ჩვენთაგანში შესაძლებელია დადებითი ფასეულობების ჩამოყალიბებით და ცვლილებებისადმი მზადყოფნით: დამკვიდრებული დოგმების, ვარაუდებისა და მითების, ერთგვარი სტერეოტიპების დამსხვრევით. მნიშვნელოვანია, რომ პრობლემა არ იყოს აღქმული როგორც შორეული და ჩვენთვის
უცხო, მასთან ბრძოლა უნდა დავიწყოთ სწორი შეხედულებებითა და უპირველეს ყოვლისა წიგნიერების ამაღლებით.

ნარკომანიის პრევენციის სტრატეგიები მრავალ ასპექტს მოიცავს, გრძელვადიანი და რეალური შედეგის მისაღწევად აუცილებელია,
როგორც ნარკოტიკული ნივთიერებების შეზღუდვა ისე მასზე მოთხოვნის შემცირება. მოწოდების შეზღუდვაში შეიძლება
იგულისხმებოდეს ნარკოტიკული საშუალებების ქვეყანაში
შემოდინების შემცირება, ხოლო მოთხოვნის შემცირებაში
- საგანმანათლებლო პროგრამები მოზარდებში.

ამ მხრივ საინტერესოა ევროპული გამოცდილება, რომელიც
ნარკომანიასთან ბრძოლის ერთ–ერთ მთავარ მექანიზმად განათლების დონის ამაღლებას მიიჩნევს. ადამიანის ასაკის თავისებურებებიდან გამომდინარე, ნარკომანიის პრევენციაზე მუშაობის უპირველესი ადრესატი მოზარდი თაობაა (სკოლაში სწავლის პერიოდი). სტატისტიკების მიხედვით მომხმარებელთა და ნარკომანთა ორი მესამედი ნარკოტიკული ნივთიერებების გასინჯვას სწორედ
ამ ასაკში იწყებს. ვინაიდან, ინფორმირებული ადამიანის ნარკოდამოკიდებულების შანსი ძალიან დაბალია, ევროკავშირმა მიზნად დაისახა ნარკო–პრევენციული განათლების პოლიტიკა
სკოლის მოსწავლეებიდან დაეწყო.

ნარკოტიკების პრევენცია ევროკავშირის სკოლებში

ევროკავშირის საბჭომ წევრ ქვეყნებთან ერთად შეიმუშავა ერთიანი
სტრატეგია, რათა სკოლაში ჯანმრთელობისთვის ხელისშემწყობი და ნარკომანიის აღმომფხვრელი პროგრამები დაენერგა. ამ და სხვა დამხმარეპროგრამების განვითარებისათვის მიზანშეწონილად
მიიჩნიეს (საჭიროების შემთხვევაში) გამოეყენებინათ სამთავრობო რესურსი და სხვადასხვა ორგანიზაციული სტრუქტურები.


პირველი ნაბიჯი ნარკოპრევენციის პოლიტიკის შესამუშავებლად არის
ის რომ ყველა ქევყანაში ჩამოყალიბდეს პრევენციის ეროვნული პროგრამები სკოლებში, განისაზღვროს მიზნები და სავარაუდო საბიუჯეტო ხარჯები. სტრატეგიის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიცემა ახალგაზრდებისა და მათი მშობლებისათვის, ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საფრთხის თაობაზე.[1]


წარმატებული პრევენციის პოლიტიკისათვის აუცილებელია სახელმწიფოს როლი პროგრამის მონიტორინგში:ხარისხის კონტროლსა და დასკვნით შეფასებაში.

სამწუხარო ფაქტია, რომ მხოლოდ რამოდენიმე ქვეყანას აქვს


მართებული მონიტორინგის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სკოლებში პრევენციის პოლიტიკისა და მსგავსი შინაარსის სხვადასხვა
ინფორმაციის მიწოდებას. ასეთი მეთვალყურეობის სისტემა ნათლად
გამოხატავს სტრატეგიის ნაკლოვანებებს და უფრო მეტად ეხმარება
პროექტის მენეჯერებს იმ სისტემის დახვეწაში, რომელიც

ნარკოტიკების პრევენციაზეა ორიენტირებული. ნარკოტიგების
პრევენციის ევროპის მონიტორინგის ცენტრმა (EMCDDA) შეადგინა წევრი სახელმწიფოების მიერ გაწეული დანახარჯების რეზიუმე, პრევენციის აქტივობების მონიტორის გაუმჯობესებისათვის.


ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პრევენციის პროგრამების სტატისტიკა უმეტესწილად არ არსებობს. ეს თავისმხრივ ართულებს პროგრამის
ეფექტურობაზე ხარისხის შეფასებას. აქედან გამომდინარე პრევენციის
გასაუმჯობესებლად გამოქვეყნდა მეცნიერული მონოგრაფია და
ნარკომანიის პრევენციის საერთო კურსი.[2]

აღნიშნული მეცნიერული მონოგრაფია ფოკუსირებას ახდენს
ნარკოტიკებთან ბრძოლის გზებზე სკოლებში, თუმცა რამდენად იქნება ეფექტური პრაქტიკულ განხორციელებაში ამის მტკიცება რთულია. კურიკულუმში შეტანილი პრევენციული გაკვეთილების დაბალეფექტურობა შეიძლება აიხსნას მოსწავლეების გაცდენებით, პერმანენტული წყვეტით (იგულისხმება არდადეგები) და ა.შ.[3]


ნარკომანიის პრევენცია სკოლებში - მიმოხილვა

1. გზა სტრატეგიიდან რეალობამდე

ევროკავშირის 8 ქვეყანამ (ბელგია, ესპანეთი, საფრანგეთი, ირლანდია, პორტუგალია, ფინეთი,
შვედეთი და დიდი ბრიტანეთი) გამოაქვეყნა ნარკომანიის ოფიციალური სტრატეგია, რომელიც პირდაპირაა მიმართული სკოლებში

პრევენციაზე, მაშინ როცა გერმენიასა და საბერძნეთში ასეთი

დოკუმენტაცია განვითარების საწყის ეტაპზეა. ზოგიერთი
მათგანი, სტატეგიას პრაქტიკაში ასახავს (ესპანეთი, ირლანდია, დიდი
ბრიტენთი). მეტწილად წევრ სახელმწიფოებს აქვთ პრევენციის
მეთოდები, რომელიც არ არის განსაზღვრული წინასწარი ორგანიზების წესით, ეს უფრო ეხებათ ადგილობრივ ან რეგიონულ
ინსტიტუტებს რომელთაც შეუძლიათ იმოქმედონ დამოუკიდებლად.
ეს ნიშნავს, რომ კერძო ორგანიზაციას მთავრობის მონიტორინგის ქვეშ შეუძლია განახორციელოს პრევენციის პროგრამა სხვადასხვა სკოლებში. სამწუხაროდ დანარჩენ ქვეყნებში არაა მსგავსი როლის
მქონე მექანიზმი, რომელიც გაუწევს მონიტორინგს და სკოლებში წარმატებული პროგრამების მიწოდებაშიც მიიღებს მონაწიელობას.

ნარკომანიის პრევენციის დიდი გამოცდილება მიუთითებს, რომ სასკოლო პრევენციის პროგრამები ეფექტურია ნარკოტიკისადმი ინტერესის შემცირებაში, მაგრამ ყოველივე ეს დიდწილად დამოკიდებულია არჩეულ ღონისძიებებზე, მათ მიზნებსა და მიდგომებზე.[4]

2. წარმატების გასაღები

სკოლებში ნარკოტიკების პრევენციის პროგრამების წარმეტებული
ელემენტებია:

ü პიროვნული უნარი - გადაწყვეტილების მიღება, დაძლევა, მიზნის მიღწევა;


ü სოციალური უნარი - დაჟინებულობა, ზეწოლის დაძლევა;

ü ცოდნა- ნარკოტიკების შესახებ და შედეგები მათი მიღებისას;

ü პოზიციები- განსაკუთრებით ნარკოტიკების მიღების მცდარი წარმოდგენის შესწორების შესახებ.

გამოკვლევამ დაადგინა რომ ინტერაქტიური სწავლება, როგორიცაა ჯგუფური განხილვები - უფრო საინტერესო, ინფორმაცული და დიდი ჩართულობით ხასიათდება, ვიდრე მენტორული ტონი და იზოლირებული სწავლება. ამ და სხვა სახის პროგრამების შესახებ, ევროკავშირის მხოლოდ რამოდენიმე ქვეყანამ გამოაქვეყნა პრევენციის ტრეინინგ პროგრამები მასწავლებლებისათვის.[5]

3. მარტივია გაიგო არასწორად

პრევენციული აქტივობები შესაძლოა მიღებულ იქნას გაგებული გკონტრპროდუქციულადაც თუ ცუდადაა წარმოებული. მოკლე პერიოდული ლექციები სპეციალისტების ან პოლიციის მიერ და პოლიტიკა „უთხარი არა ნარკოტიკებს“ დამტკიცებულია, რომ არაეფექტურია და მსგავსმა მოწოდებებმა შესაძლოა უფრო მეტად გამოიწვიოს ინტერესი ახალგაზრდებში. დაუბალანსებელი ინფორმაცია – ისეთი მეთოდები, როგორიცაა ნარკოტიკთან დაკავშირებული გაზვიადებული რისკებსა და ირიბი საფრთხეებზე საუბარი არ ამართლებს, რადგან ის ახალგაზრდები, რომლებიც საკუთარი გამოცდილებით ან ახლო კონტაქტების საშუალებით მიხვდებიან, რომ შეცდომაში შეიყვანეს, აღარ დაიჯერებენ არც ერთ ოფიციალურ ინფორმაციას. წარმატებული პრევენციული მეთოდისათვის ნდობის ფაქტორი ერთ–ერთი აუცილებელი
საკითხია.ყველა პრევენციის აქტივობა, რომელიც ეყრდნობა განკიცხვას წარუმატებელია.[6]

4. ევროკავშირის საერთო მიდგომა არსისადმი

ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა[7], რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი, შიდაპიროვნული თვისებების ჩამოყალიბება და ინტერაქტიური
სწავლება, რომელიც დღესდღეობით ყველაზე ეფექტურ სწავლების მეთოდად ითვლება, ძალიან ხშირად გამოიყენება ნარკოპრენვენციის პროგრამებში. თუმცა, ევროკავშირის ქვეყნების მხოლოდ ზოგიერთ ქვეყანაშია ის აპრობირებული მეთოდი. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა გლობალურია, ერთი საერთო პრევენციული პროგრამა არ არსებობს. წარმატებული პრევენციული პროგრამისათვის საჭიროა ყველა პრობლემის ინდივიდუალური შესწავლა, სკოლაში მოღვაწე საზოგადოების (მენტალობის), ტერიტორიული მდებარეობისა და აკადემიური წრის ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულების განსაზღვრა. სწორედ აქედან გამომდინარე განსხვავდება პრევენციის
თეორიის ცოდნა და პრაქტიკა ქვეყნებს შორის.[8] წარმატება შესაძლოა მიღწეული იყოს ამ პროგრამების რეგულარული შეფასებებით, ჯანსაღი მონიტორინგით, რაც დღეის მდგომარეობით იშვიათად ხდება ევროკავშირში.

წევრი სახელმწიფოების უმეტესობა აქცენტს აკეთებს საშუალო განათლების სკოლებზე, რადგან აქ უფრო მეტად იჩენს თავს აღნიშნული პრობლემა - მაგ. გერმანიაში, ესპანეთსა და ავსტრიაში.

5. ინფორმაციისა და მონიტორინგის ნაკლებობა ნარკოპრევენციაზე ევროკავშირის სკოლებში


პრაქტიკაში საბერძნეთის, ესპანეთისა და ირლანდის გარდა ევროკავშირის სხვა ქვეყნებს არ აქვთ სტატისტიკური ინფორმაცია
პრევენციის პროგრამასთან დაკავშირებით. ესპანეთს აქვს გრძელვადიანი, გამოცდილი და ფართომასშტაბიანი საინფორმაციო ბაზა, როგორიცაა დატრეინინგებულ მასწავლებელთა რაოდენობა, სკოლათა რიცხვი, სადაც ანტინარკოტიკული პროგრამა მიმდინარეობს და იმ მოსწავლეთა მონაცამი, რომელთაც გაიარეს აღნიშნული პროგრამა. საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთშიც არსებობს მსგავსი საინფორმაციო სისტემა, მაგრამ ის არ აღრიცხავს პრევენციულ პროგრამათა რიცხვს, გარდა ამისა სამეთვალყურეო სისტემა დამოუკიდებელია ქვეყნის პოლიტიკური ორგანიზაციისგან, რაც თავისთავად აფერხებს მსგავსი პრევენციული პროგრამების ეფექტურობის ხარისხს.[9]

სავარაუდოა, რომ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში, სკოლებისთვის აწყობილი პრევენციის პროგრამებ, ნაკლებადაა თანხვედრაში ეროვნულ სტრატეგიებთან. აქედან გამომდინარე ნაკომანიის პრევენციის ევროპის მონიტორინგის ცენტრი (EMCDDA) აბალანსებს ძირითად საერთო პარამეტრებს, რაც ხელს უწყობს წევრ ახელმწიფოებს ინფორმაციის მიღებაში და დაეხმარება უკეთ დაინახონ განხორციელებული პროგრამების შედეგები.

6. პოლიტიკის მწარმოებლების შესაძლო პროგრესი

პრევენციის ხარისხის გაუმჯობესება შესაძლებელია პროგრამებისათვის სტანდარტების შექმნით, პროფესიონალებით, სერვისით, კოორდინირებითა და კონტროლით, ასევე ჯანმრთელობის გაუჯობესებისათვის სხვა სახის აქტოვობების ხელისშეწყობით. კარგად კვალიფიციური სპეციალისტები, რომ ადგენდნენ პრევენციის პროგრამებს, პრობლემები უფრო ნაკლები იქნებოდა მონაცემთა შეფასებების და შეჯამების დროს. დიდი მნიშვნელობა აქვს პრევენციის პროგრამების მიწოდების ორგანიზაციას. აუცილებელია, რომ პროგრამები სკოლებში იყოს ხანგრძლივი, მრავალწევრიანი და ხასიათდებოდეს მაღალი ჩართულობით.

დასკვნა

1. ნარკოტიკების პრევენციის პროგრამის ყველაზე პერსპექტიული რეზულტატი, ინტენსივობის, სტრუქტურისა და ხარისხის თვალსაზრისით, გვხვდება ისეთ ქვეყნებში, რომელთა ეროვნული პროგრამა მიმზანმიმართულია სკოლებში პრევენციის პროგრამის გატარებისკენ, სადაც არის მჭიდრო კორელაცია ლოჯისტიკის და დამფინანსებელ ორგანიზაციებს შორის.

2. პრაქტიკა გვიჩვენებს, წარმატებული ნარკო–პრევენციული პროგრამა აქცენტს უნდა აკეთებდეს ახალგაზრდების შიდაპიროვნილი
უნარების ჩამოყალიბებაზე, რომ მათ შეეძლოთ კრიტიკული ხედვა და იყვნენ ინფორმირებულნი ნარკოტიკების შესახებ. ინტერაქტიური სწავლება უფრო მეტი ჩართულობითა და ინტერესით ხასიათდება,
რაც ნარკოპრევენციის ძალიან ეფექტურია.

3. მოკლევადიანი, იზოლირებული და მორალიზებული, დამრიგებლური პოლიტიკა კონტრპროდუქტიულ შედეგს იძლევა.

4. უდიდესი პოტენციალი ნარკოტიკების პრევენციისთვის ევროკავშირის სკოლებში მოიაზრება ინტენსიურ ტრენინგებში მასწავლებლებისათის. საპრევენციო მოდელის წარმატებისათვის საჭიროა ხშირად ჩატარებული პრევენციული სამუშაოები.

5. იმ ქვეყნებს, რომელთა სკოლებში დანერგილია ნარკოტიკების პრევენციის პროგრამა, შეუძლიათ აწარმოონ სტატისტიკა და მონიტორინგი, რათა განავრცონ და გააუმჯობესონ პროგრამის პოლიტიკა.

იმისათვის, რათა გაუმჯობესდეს ხარისხი ნარკოპრევენციის პროგრამის დანერგვისას, საჭიროა კოორდინირებული მუშობა ქვეყნებს ან იმ ორგანიზაციებს შორის, რომელიც უშუალოდ ჩართულია ნარკოტიკების საპრევენციო საკითხებში. სწორედ ამიტომ, ნაკომანიის პრევენციის ევროპის მონიტორინგის ცენტრი აჯამებს ყოველწლიურ ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნებში და დებს ანგარიშს მიმდინარე წლის ნაკლოვანებებსა და პოზიტიურ მხარეებზე. ვინაიდან,
ეს პრობლემა გრძელვადიან რეაბილიტაციას საჭიროებს აუცილებელია ამ საკითხზე მუდმივი დაკვირვება და საზოგადოების ჯანსაღი ინფორმირებულობა.


შენიშვნები:

ეს სტატია არის თარგმანი და გარკვეული (შესაძლო) სტილისტური შეცდომების გამო ბოდიშს გიხდით. ნებისმიერ შინაარსობრივ კითხვებზე მზად ვარ გიპასუხოთ.



ბიბლიოგრაფია:


Los Angeles, http://www.narconon.org/drug-education/curriculum.html (06.05.2014)

[1] Narconon International, Drug Prevention & Drug Education, Hollywood Boulevard

Los Angeles, http://www.narconon.org/drug-prevention/
(05.05.2014)

[2] EMCDDA, Evaluation: A Key Tool for Improving Drug Prevention, EMCDDA Scientific Monograph Series No 5, Office for Official Publications of the European Communities, Luxembourg,
(2000)

[3] Narconon International, Drug Education Video Curriculum, Hollywood Boulevard

Los Angeles, http://www.narconon.org/drug-education/curriculum.html
(06.05.2014)

[4] European Monitoring Centre for Drugs and Drug Addiction
(EMCDDA), Drug prevention in EU schools, Drugs
in focus Issue:5, Lisbon, September 2002

http://www.emcdda.europa.eu/html.cfm/index33490EN.html
(08.05.2014)

[5]National Institute on Drug Abuse, Preventing drug use among children and adolescents: A Research-Based
Guide, http://165.112.78.61/DrugPages/Prevention.html (10.05.2014)

[6] Scott O. Lilienfeld and Hal Arkowitz, “Why "Just Say
No" Doesn't Work”, Scientific American, Volume 25, Issue 1, (December 2013), 1-2

[7] European Monitoring Centre for Drugs And Drug Addiction


http://www.emcdda.europa.eu/best-practice. 15.05.2014

[8] European Monitoring Centre for Drugs And Drug Addiction http://www.emcdda.europa.eu/countries (15.05.2014)

[9] International registry of preventive trials: http://www.biostat.coph.usf.edu/research/psmg/Irpt/ 22.05.2014

0
325
2-ს მოსწონს
ავტორი:ბერდია
ბერდია
325
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0