x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ახალგაზრდა ყმაწვილი Facebook-მა სიკვდილისგან იხსნა
imageკორნუოლის საგრაფოში მცხოვრებ 18 წლის ყმაწვილს როგორც აღმოჩნდააქვს მყარი პასუხი იმაზე, რომ თითქოს სოციალური ქსელები ბოროტების და ფუჭად დროის დაკარგვის მეტი არაფერია.

იგი ხომ Facebook-მა სიკვდილისგან იხსნა პირდაპირი გაგებით.




ახალგაზრდამ, რომლის სახელიც არ ხმაურდება, გადაწყვიტა ნავით გასეირნება ზღვაზე, სოფელ მივაგისის მახლობლად სანაპიროზე.როდესაც ნაპირს სამი კილომეტრით დაშორდა, ამინდი მკვეთრად გაუარესდა, ამოვარდა ქარი და მისი ნავი ამოაბრუნა.


image


სოფელი მივაგისი, კორნუოლის საგრაფო.



უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულია, წყლის ტემპერატურა 15 გრადუსს არ აღემატებოდა, მსგავს პირობებში სხეულის გადაცივება სწრაფად იწყება..წყალი ცივია, გარშემო სულიერი არ ჭაჭანებს..გადარჩენის შანსი მინიმალურია...

ბიჭმა გაჭირვებით ამოიღო მობილური ტელეფონი და ცალი ხელით გახსნა Facebook-ის საკუთარი გვერდი და დაწერა სიტყვა "stranded"(უბედურება შემემთხვა)


საბედნიეროდ ქსელში მისი პოსტი შეამჩნია მისმა ახლობელმა, რომელიც ონლაინში იყო.მან საწრაფოდ ბიჭის დედას დაურეკა, დედამ კი მაშველები გამოიძახა..ორ საათიანი ძებნის შემდეგ ახალგაზრდა ყმაწვილი მაშველებმა იპოვეს.იგი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

image

მაშველები ძებნის ოპერაციას აწარმოებენ მივაგისის სანაპიროსთან.



აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კორნუოლის საგრაფოში ძალიან ცუდად იჭერს მობილური ტელეფონები, ამის შესახებ თვით ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმაც კი გამოთქვა უკმაყოფილობა, რომელიც ხშირად ისვენებს ხოლმე ამ მხარეში....ბიჭს ნამდვილად გაუმართლა, რომ ქსელში შესვლა შესძლო.

2
92
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
92
  
2014, 27 ივლისი, 22:04
ნამდვილად, გეთნხმები, რა კარგად თქვი!
2014, 14 ივლისი, 15:57
ამან უნდა თქვას ბედი მქონიაო
0 1 2