ფეხბურთი სუსტი სქესის წარმომადგენლები მსოფლიო ჩემპიონატზე ( + ბევრი ფოტო ) 2014, 14 ივლისი, 13:22 აღელვებული მსოფლიო, გადაჭედილი ბრაზილიის ქუჩებიც და სტადიონებიც, აჟიტირებული გულშემატკივარი, გახარებული და ღრმად დამწუხრებული მილიონობით მაყურებელი, განმგმირავი ყვირილით აბობოქრებული მარაკანას სტადიონი, დაუშრეტელი ცრემლები, დაკბენილი, ხერხემალგადატეხილი და დასისხლიანებული ფეხბურთელები, და კიდევ უამრავი ტკივილიანი თუ სიხარულით სავსე ფეხბურთის "მსოფლიო ჩემპიონატი - 2014" დასრულდა.
დასრულდა გერმანელების გამარჯვებით. მთელი ამ ხნის განმავლობაში სტუმრების არნახული სიმრავლით გამოირჩეოდა წლევანდელი მუნდიალი სხვა ჩემპიონატებისაგან განსხვავებით.
თუმცა ყველაზე საინტერესო მაინც სუსტი სქესის წარმომადგენლების აქამდე არნახული გულშემატკივრობით გამოირჩეოდა ბრაზილია - 2014. აქ ნახავდით როგორც ქალ პოლიტიკოსებს, ასევე მოდელებს, მსახიობებს, პრეზიდენტებს, კანცლერებს, პოპ მუსიკის ვარსკვლავებს, საფეხბურთო ისტორიაში მსოფლიო ლეგენდებს და სხვებს. გულდამწუხრებულ არგენტინელებს საკუთარი კუმირი ჰყავთ და იმითაც ბედნიერები არიან, რომ ჩემპიონატის " ოქროს ბურთის" მფლობელი ლიონელ მესი გახდა. გამარჯვებული გერმანელების ნაკრებს პირველი გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკერმა მიულოცა, რომელიც განსაკუთრებული სიყვარულით ეფერებოდა საკუთარი ქვეყნის დამცველებს, რაც შეუმჩნეველი ნამდვილად არ დარჩენიათ მსოფლიო პრესას თუ ტელევიზიებს. ბრაზილიის პრეზიდენტი ქალბატონი "Brazilian President Dilma Roussef" თითქმის ყველა მატჩს ესწრებოდა და მასპინძლის ამპლუაში გულისხმიერად ხვდებოდა თითოეულ სტუმარს, განსაკუთრებით კი სხვადასხვა ქვეყნის პირველ პირებს. 223 11-ს მოსწონს
|