ყველაზე ამაღელვებელი და საინტერესო კადრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალიდან ( + ბევრი ფოტო და ვიდეო )
ფინალში გასული ტრიუმფალური გერმანიის ნაკრები, რომელმაც ფინალამდე უძლეველ ბრაზილიის ნაკრებს კატასტროფული წარმატებით მოუგო, არგენტინელმა ფეხბურთელებმა შეხვედრის დასაწყისშივე სასწაული სისწრაფით და და კონტრშეტევებით ცოტა დააბნიეს კიდეც.
მიუხედავად იმისა, რომ არა ერთი საინტერესო შეტევა განახორციელა გონსალო იგუაინმა და ერთი გოლიც კი გაიტანა გერმანიის კარში, რომელიც არ ჩაუთვალეს, მატჩის პირველი ნახევარი მაინც ანგარიშით 0:0 დასრულდა.
იგივე გონსალო იგუაინი რამდენჯერმე აღმოჩნდა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ მობილიზებული გერმანიის ნაკრები აქტიურად იცავდა კარს.
ძირითადი მატჩი ფრედ დასრულდა. დამატებითი 15 წუთიანების პირველი ტაიმი გასაოცარი კონტრშეტევებით გამოირჩეოდა, მაგრამ გოლი მაინც არ გავიდა.113 - ე წუთზე კი მარიო გიოტცეს " ოქროს გოლმა" ჩემპიონატის გამარჯვებული გამოავლინა.
ჩემპიონთა თასის გადაცემის ცერემონიის ამაღელვებელი კადრები.
ეს ფოტო კი სამი ხედირამ გამთენიისას ინსტაგრამზე ატვირთა, სადაც ბედნიერი და გახარებული გერმანიის კანცლერი ანგელა მერკერია.
მარიო გიოტცემ საკუთარი ნაკრები ჩემპიონატის გამარჯვებული გახადა.
მაგრამ ჩემპიონატის ფინალს მოწყენილი სახეები და დამარცხებული გუნდიც ჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ ლიონელ მესი ჩემპიონატი - 2014 - ის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, მის სახეზე ღიმილი არავის შეუნიშნავს.
" ოქროს ხელთათმანი" კი სრულიად დამსახურებულად ჩემპიონატის ყველაზე ძლიერ გოლკიპერს ნოიერს გადაეცა.