საბუნებისმეტყველო დედამიწაზე მცხოვრები ათი ცხოველი, რომლებსაც განსაკუთრებით უცნაური გარეგნობა აქვთ 2014, 13 ივლისი, 19:03 თუ თქვენს ირგვლივ მიმოიხედავთ, შეძლებთ უამრავი არსების დანახვას: ესაა ციყვი, რომელიც ხეებზე დახტის; პეპელა, რომელიც ნაზად დაფრინავს ჰაერში; ეზოში მშვიდად მოსეირნე კატა თუ ზუზუნით მფრინავი ფუტკარი. ამაში უჩვეულო არაფერია, მაგრამ ბუნებაში არსებობს ძალიან ბევრი უცნაური და საინტერესო არსება, რომლებიც არასოდეს გვინახავს.
მოდით თვალი გადავავლოთ უცნაური და უჩვეულო გარეგნობის მქონე ცხოველების ათეულს.
მელოტი იუკარი (Bald Uakari) მელოტი იუკარი ბრაზილიისა და პერუს ენდემური მაიმუნის სახეობაა, რომელიც სახის განსაკუთრებული მკვეთრი წითელი ფერით გამოირჩევა. იუკარები ძირითადად მაღალ ხეებზე ცხოვრობენ. მეცნიერები თვლიან, რომ მაიმუნების სახის უჩვეულო წითელი შეფერილობა გამოწვეულია მათ თავში პიგმენტების ნაკლებობით, რის გამოც სისხლძარღვები ახლოსაა კანთან და სახეს მკვეთრ წითელ ფერს აძლევენ. სამწუხაროდ, მაიმუნების ეს ჯიში ნელ-ნელა მიდის გადაშენებისაკენ, რადგან ადამიანები მათ უმოწყალოდ ანადგურებენ. ძალიან საინტერესოა, რომ ხშირად გვხვდება გაცილებით უფრო ღიაფერისსახიანი იუკარები. ისინი მალარიით არიან დაავადებულები და თავიანთი თანამოძმეებისაგან მოშორებით ცხოვრობენ, რომ მონაწილეობა არ მიიღონ გამრავლებაში. გრძელცხვირა-ჟირაფი გრძელცხვირა - ჟირაფი, რომელმაც სახელწოდება მიიღო თავისი ანომალიურად გრძელი კისრის გამო, მიეკუთვნება ხოჭოების ერთ-ერთ სახეობას, რომელიც ცხოვრობს კუნძულ მადაგასკარზე. ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ეს გრძელი კისერი მწერს ხელს უშლის, მაგრამ ამ დროს პირიქითააა: ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხოჭოს ცხოვრებაში. მამრი გრძელცხვირებისათვის ეს კისერი წარმოადგენს სხვა მამრებთან საბრძოლველ იარაღს, რომელსაც ისინი მდედრების დასასაკუთრებლად მართავენ. მდედრ გრძელცხვირებს ორჯერ მოკლე კისერი აქვთ, ვიდრე მამრებს. რინოპიტეკი (Snub-Nosed Monkey) რინოპიტეკების სახე მაიკლ ჯეკსონის სახეს უფრო მოგვაგონებს ოპერაციის შემდეგ, ვიდრე პრიმატებისას. ისინი ცოტაოდენი ხნის წინათ აღმოაჩინეს აზიაში, კერძოდ მიანმაში. მას შემდეგ მეცნიერები გამუდმებით იკვლევენ ამ ცხოველებს ჯუნგლებში. გამოკვლევა ძირითადად წვიმების სეზონის დროს ხდება. ეს იმიტომ, რომ დააკვირდნენ, თუ როგორ გადაიქცევა მათი თავი მრგვალ ბურთებად. ეს საჭიროა იმისათვის, რომ წვიმების დროს რინოპიკეტების ცხვირის უცნაური ფორმის გამო მათ ნესტოებში არ მოხვდეს დიდი რაოდენობით წყალი, რაც გამუდმებულ ცემინებას გამოიწვევდა. ყინულოვანი თევზი (Ice Fish) ყინულოვანი თევზი ძალიან უცნაური შესახედაობის არსებაა. ის პირველად 1927 წელს იქნა აღმოჩენილი ანტარქტიდის სანაპიროებთან. თევზს აქვს უჩვეულოდ გამჭვირვალე სხეული და ნისკარტი. ეს გარეგნობა, რომელიც ფანტომს მოგვაგონებს, განპირობებულია თევზის სისხლში ჰემოგლობინის არარსებობით, რაც მის სხეულს მინასავით გამჭვირვალეს ხდის. 60 წელზე მეტია ცდილობენ მეცნიერები იმის ამოხსნას, თუ როგორ ცხოვრობს ეს არსება ჰემოგლობინის გარეშე, რომელიც მნიშვნელოვანია ყველა ორგანიზმისათვის და რომლის მეშვეობითაც ხდება ჟანგბადის გადატანა სისხლში. ცოტაოდე ხნის წინ მეცნიერებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ შესაძლებელია თევზი ჟანგბადს იწოვს კანის საშუალებით. მეორე მოსაზრება კი იმაში გამოიხატება, რომ ეს თევზები სისხლში ჰემოგლობინის მაგივრად ჟანგბადის გადატანას პლაზმით ახდენენ. ასე თუ ისე, ჯერჯერობით საბოლოოდ არაა დადგენილი, როგორ ცხოვრობს ეს არსება. დიდპირა (Gulper Eel) უიშვიათესი ცხოველი დიდპირა ოკეანის ღრმა წყლებში ცხოვრობს. მიზეზი იმისა, თუ რატომ გვხდება ეს ცხოველი ასე იშვიათად, ისაა, რომ მდედრი დიდპირები კვერცხებს იმდენად ღრმა წყალში დებენ, რომ ლიფსიტების დიდი ნაწილი გამოჩეკის შემდეგ წყლის ზედაპირამდე ვერ აღწევენ და იღუპებიან. ნადირობის დროს დიდპირა აღებს თავის უზარმაზარ ყბებს, რათა გადაყლაპოს თავისზე ოდნავ მცირე ზომის ნადავლი, რომელსაც ის კუდზე მოთავსებული ლუმინესცენციური ბურთულების მეშვეობით ამჩნევს. თევზს მოძრავი კუჭი აქვს, რომელიც ნადავლის გადაყლაპვისას რამოდენიმეჯერმე იზრდება ზომაში. ჩვეულებრივი მოენე (Hummingbird Hawk-Moth) ჩვეულებრივი მოენე, რომელიც ევროპისა და აზიის თითქმის მთელ სამხრეთ ტერიტორიაზე ბინადრობს, წარმოადგენს ჩვეულებრივ ფარვანას და ძალიან წააგავს კოლიბრის. მას ისეთივე ხორთუმი აქვს, როგორიც ფარვანას ან კოლიბრის. გარდა ამისა, მისი ხორთუმი გაყოფილია ორ ნაწილად. მათი საშუალებით მოენე ნექტარს იწოვს ყვავილებიდან. მფრინავი ბაყაყი (Flying Frog) მფრინავი ბაყაყი წარმოადგენს ბაყაყების უნიკალურ სახეობას, რომელიც მხოლოდ მაშინ ეშვება ხიდან, როცა შეწყვილებაა საჭირო. მათ თითებს შორის საკმაოდ სქელი მემბრანა აქვთ მოთავსებული. თავდაპირველად მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ეს მემბრანა ბაყაყს წყალში ცურვისათვის ჭირდებოდა, მაგრამ დიდი იყო მათი გაოცება, როცა დაინახეს, თუ როგორ ფრინავდა ეს ბაყაყი ხიდან ხეზე მტაცებლებისაგან თავის დასაცავად. ბაყაყს შეუძლია 15 მეტრ სიგრძეზე გადახტეს ანუ გადაფრინდეს ერთი ხიდან მეორეზე. სალპა (Salpa) სალპა ერთ-ერთი ყველაზე უცნაური არსებაა დედამიწაზე. მისი შემხედვარე გეგონებათ, რომე ეს საოცარი არსება სხვა პლანეტიდანაა. კალიფორნიის ნაპირებთან მობინადრე ეს არსება ძალიან ჰგავს მედუზას, მაგრამ ის სრულებით არაა მედუზა. ის შედგება მცირე ცოცხალი ორგანიზმებისაგან, რომლებიც ცხოვრობენ და გადადგილდებიან ერთობლივად. თითოეული სალპა შედგება პლანქტონისაგან და ის აბსოლუტურად უვნებლია მედუზებისაგან განსხვავებით. საინტერესოა, რომ ამ ორგანიზმებს აქვთ საოცარი თვითწარმოქმნის უნარი და საოცარი სისწრაფით მრავლდებიან. მიუხედავად უწყინარობისა, მათ შეუძლიათ დიდი ზიანი მიაყენონ ადამიანებს. იყო შემთხვევები, როცა ბადეში მოყოლილმა სალპამ მთელი თევზი გაანადგურა ბადესთან ერთად და თქვენ წარმოიდგინეთ, ცოტაოდენი ხნის წინ ეს არსება კალიფორნიის ელექტროსადგურის გაჩერების მიზეზიც კი გახდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მალე ეს ცხოველები ოკეანეს მთლიანად გაავსებენ. ინდური ლაპლაპა ბაყაყი (Indian Purple Frog) ინდური ლაპლაპა ბაყაყი გამოირჩევა ისეთი შეფერილობით, რომლითაც ვერცერთი ამფიბია ვერ დაიკვეხნის დედამიწაზე. მას აქვს უცნაური სახე და დიდი გაბერილი სხეული. ეს ბაყაყები იბადებიან თავკომბალების სახით, ისევე, როგორც ჩვეულებრივი ბაყაყები. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ბაყაყების უცნაური შესახედაობა გამოწვეულია იმით, რომ ისინი მთელ ცხოვრებას მიწის ქვეშ ატარებენ. მათი მოკლე კიდურები აუცილებელია იმისათვის, რათა კარგად გათხარონ მიწა გადაადგილების დროს. ლაპლაპა ბაყაყები მიწის ზედაპირზე ამოდიან მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ, ორი კვირით. ეს ორი კვირა მათ შესაწყვილებლად ჭირდებათ. შემდეგ ისინი კვლავ იმალებიან მიწაში, რათა არასოდეს აღარ ამოვიდნენ მიწის ზემოთ. მოფარფატე რვაფეხა (Blanket Octopus) მოფარფატე რვაფეხა, ანუ იისფერი ტრემოქტოპუსი ბინადრობს ავსტრალიის და ახალი ზელანდიის წყლებში. ის ისეთივე იშვიათი არსებაა, როგორც დიდპირა, თუმცა გაცილებიც უფრო მცირე წყლებში ბინადრობს. ამ ჯიშის მდედრები ორჯერ პატარები არიან მამრებზე. რვაფეხას ზურგზე აქვს ეგრეთ წოდებული ხალიჩა, რომელსაც ის შლის საჭიროების შემთხვევაში, რათა მიიტყუოს ნადავლი. მოფარფატე რვაფეხების დაუძინებელი მტერია პორტუგალიური შხამიანი მედუზა. მისი შხამი სასიკვდილოდ მოქმედებს ოქტოპუსზე. 836 7-ს მოსწონს
|