კინო ამერიკული ფილმების ტიპიური კლიშე,რომელიც ღიმილის მომგვრელია 2014, 12 ივლისი, 8:24 1-მოქმედ გმირს მობილური ტელეფონი ყველაზე კრიტიკულ მომენტში უჯდება...ალო, ალო, იძახის, გამწარებული დახედავს ტელეფონს...სადაც ეკრანზე იწერება-"ბატარეა დაჯდა"..რა თქმა უნდა ტელეფონს მოისვრის და გეგმა "ბ"-ზე გადადის. 2-მწვანე თუ წითელი მავთული?(ან სხვა ფერი სულ ერთია)..განსაკუთრებით მოდური იყო 80-90 იანი წლების ფილმებში...ასაფეთქებელი მოწყობილობას წამზომით მოქმედი გმირი ბოლო წამებში ანეიტრალებს..ხმამაღლა ფიქრობს რომელი ფერის მავთული გადაჭრას, ბოლოს დაასკვნის, რომ მწვანე უნდა გადაჭრას, ხელის კანკალით მიაქვს ბრტყელტუჩა მავთულთან, თუმცა ბოლო მომენტში შეცვლის და წითელს გადაჭრის..ბომბა არ არ ფეთქდება..შვებით ამოისუნთქებს...რა თქმა უნდა წამზომი 00:00-ს აჩვენებს. 3-ტელევიზორს იმ მომენტში ჩართავენ, როდესაც ახალ ამბებში სიუჟეტს მთავარ გმირზე გადასცემენ, რა თქმა უნდა ამას ყველაფერს მთავარი გმირი თვალს ადევნებს, სიუჟეტის დამთავრებისთანავე, როგორც წესი ტელევიზორს გამორთავენ. 4-ბავშვს თუ ძიძა ჰყავს, ის აუცილებლად ჩაპუტკუნებული აფროამერიკელი ქალი უნდა იყოს. 5-როდესაც პოლიცია დამნაშავეს ეძებს, აუცილებლად ერთხელ მაინც უნდა შეიაროს სტრიპტიზ-კლუბში. 6-მთავარი გმირი თუ პოლიციელია და ცუდ ბიჭებს დასდევს, მას აუცილებლად აეკიდება ჟურნალისტი გოგონა...თავიდან მამაკაცი უნდობლად ეკიდება ჟურნალისტს და უკუაგდებს..თუმცა გოგონა არ ეშვება....ფილმის ფინალში რა თქმა უნდა მათი ურთიერთობა ლოგინით მთავრდება. 7-ფილმის მთავარ გმირს, კაი ბიჭს ესვრის ერთად 10 ცუდი ბიჭი, თუმცა ტყვია არ ეკარება...ან მსუბუქად გაიკაწრება..თუმცა თვითონ კაი ბიჭი ერთი გასროლის ჯერით მიაწვენს ცუდ ბიჭებს. 8-ფილმის ფინალში გმირი და ანტიგმირი ერთმანეთს ხვდებიან...ცეცხლსასროლ იარაღს ორივე აგდებს და მუშტებით არკვევენ ურთიერთობას. 9-ავტომობილი ერთი გასროლილი ტყვიის შედეგად ფეთქდება. 10-კომპიუტერული პაროლები ადვილად ტყდება..საჭირო ინფორმაციის დისკზე გადატანას მოქმედი გმირი ბოლო წამს ასწრებს..დისკის ჯიბეში ჩადების შემდეგ, როგორც წესი ოთახში ვინმე შემოდის. 11-დაკრძალვის დროს ყოველთვის წვიმა მოდის, ჭირისუფალი საფლავთან ქოლგით ხელში დგას. 12- როდესაც თვითმკვლელი ფანჯრის რაფაზე დგება, მასთან მიდის პოლიციელი ან ფსიქოლოგი, ელაპარაკება გვერდითა ფანჯრიდან და როგორ წესი სიგარეტს შესთავაზებს. 13- ავტომობილი ყველაზე კრიტიკულ მომენტში აღარ იქოქება. 14-თინეიჯერულ ფილმებში გმირები აუცილებლად ბეისბოლით არიან გატაცებულები. 15-ტაქსის მძღოლი ან ლათონოა, ან აფროამერიკელი..ფილმის გმირი კუპიურას იღებს და უხდის მძღოლს, ისე რომ მრიცხველს არც უყურებს. 16-საშინელებათა ფილმში გმირს "დემონი დაიპყრობს", როგორც წესი მისი განკურნება მღვდლის მეშვეობით ხდება, რომელსაც დიდი ჯვარი უჭირავს ხელში და თანაც რაღაც ლოცვებს ბუტბუტებს გაურკვეველ ენაზე. 175 7-ს მოსწონს
|