სხვა როცა ძაღლი დაბერდება 2014, 10 ივლისი, 17:27 ვიზუალობისა და სულელური ქცევების გამო ლეკი ყოველთვის სასაცილოა, ხოლო ზრდასრულ ძაღლს უკვე აქვს პატრონის დიდი ერთგულება და სიყვარული. თუ კი ვინმეს ჰყოლია ძაღლი, რომელსაც მიუღწევია ღრმა სიბერემდე, ყოველ მათგანს ამოუკითხავს თავისი მოხუცი ბინადარის თვალებში მთელი მათი ცხოვრება და სამყარო. სიბერეში ძაღლებს განსაკუთებულად მეტყველი თვალები აქვთ. სწორედ ასე ახასიათებენ პატრონები მათ ხნიერ ძაღლებს: არაფერია პატრონისათვის ისეთი ემოციური, როგორც მოხუცი ძაღლის სევდიანი თვალები, სადაც მთელი მისი სამყარო სჩანს. ჩვენმა მოხუცმა ბინადრებმა უკვე კარგად იციან ჩვენი შინაგანი სამყარო. ისინი ჩვენს განწყობას ჩვენივე თვალებში კითხულობენ, ეს მხოლოდ მათ შეუძლიათ, იმიტომ რომ ყველაზე მეტად მათთან ვართ გახსნილები და ყველაზე მეტად მათ ვენდობით. ისინი ცდილობენ სულ ჩვენს გვერდით იყვნენ. 115 6-ს მოსწონს
|