სხვა ანაბელის ისტორია (თოჯინა რომელშიც ეშმაკი ჩასახლდა) 2014, 10 ივნისი, 19:08 დაწყევლილი ეშმაკეული თოჯინა განთავსებულია უორენების(Warrens) ოკულტურ მუზეუმში 1907 წელს დედამ საყვარელ ანტიკვარულ მაღაზიაში შეიძინა ძველი ნაჭრის თოჯინა, რომელიც დაბადების დღეზე აჩუქა თავის ქალიშვილს დონას. დონა იმ დროს კოლეჯის სტუდენტი იყო, სწავლობდა საექთნო კურსებზე და ცხოვრობდა პატარა ბინაში მეგობარ ენჯისთან ერთად. საჩუქრით გახარებულმა დონამ თოჯინა თავის საწოლზე მოაკალათა, როგორც საწოლის აქსესუარი. რამდენიმე დღის შემდეგ დონამ და ენჯიმ შენისნეს, რომ რაღაც უცნაური ხდებოდა, თოჯინას ადგილი ჰქონდა შეცვლილი. რაც დრო გადიოდა ეს მოძრაობა უფრო შესამჩნევი ხდებოდა. როდესაც დონა და ენჯი სახლში ბრუნდებიდნენ თოჯინა სულ სხვა ოთახში ხვდებოდათ. ზოგჯერ თოჯინა ტახტზე ხვდებოდათ ფეხებგადაჯვარედინებული და დაკეცილი, ზოგჯერ თავდაყირა იდგა ფეხზე. ზოგჯერ კი სამზარეულოში ხვდებოდათ სკამზე. რამდენჯერმე დონამ სამსახურში წასვლის წინ თოჯინა ტახტძე დადო, მაგრამ შინ დაბრუნებულს ის თავის ოთახში დახურულ კარს მიღმა ხვდებოდა. შეტყობინებები თოჯინა ანაბელი არამხოლოდ მოძრაობდა, არამედ წერდა კიდეც. დაახ- ლოებით ერთი თვის შემდეგ დონა და ენჯი პოულობდნენ ფანქრით პერგამენტის ქაღალდზე დაწერილ შეტყობინებებს, რომლებზეც ეწერა:"დაგვეხმარეთ" – "Help Us" and "Help Lou". ხელწერა ბავშვისას ჰგავდა. ზოგიერთი შეტყობინება გაურკვევლად იყო დაწერილი. პერგამენტის ქაღალდი კი რაზეც შეტყობინებებს პოულ- ობდნენ იმ სახლში არ ინახებოდა და არავინ იცის საიდან მოდიოდა ის. მედიუმი ერთ ღამეს, როცა დონა სახლში დაბრუნდა, კვლავ შეუდგა ანაბელის ძებნას. ამჯერად ის მის საწოლზე იყო მოკალათებული. დონამ ამ დროს მკერდზე ტკივილი იგრძნო, მას ნაკაწრები ჰქონდა და სისხლი სდიოდა. შეშინებული დონა და ენჯი გადაწყვეტენ, მოძებნონ ისეთი ვინმე ვინც ამაზე პასუხს გასცემდა. ისინი მედიუმს დაუკავშირდნენ და გაიმართა სეანსი. დონამ მაშინ გაიცნო Annabelle Higgins-ი. მედიუმმა ანაბელის ისტორია დაუკავ-შირა დონასა და ენჯის ამბავს. ანაბელი იყო პატარა, მხოლოდ შვიდი წლის გოგონა, როდესაც მისი უსიცოცხლო ცხედარი აღოაჩინეს იქ სადაც ახლა დონა და ენჯი ცხოვრობენ. მედიუმმა სულთან დაკავსირების შემდეგ თქვა, რომ ანაბელმა კომფორ- ტულად იგრძნო თავი დონასა და ენჯის გვერდით, მათთან დარჩენა სურდა და ძალიან უყვარდა ისინი. დონამ გულთან ახლოს მიიტანა ანაბელის ამბავი და თოჯინასთან ერთად მათთან დარჩენის ნება მისცა. თუმცა ისინი მალევე მიხვდნენ, რომ ის რაც მათთან ცხოვრობდა ანაბელი არ იყო. იმ დღიდან ისინი ერთად ცხოვრობდნენ. დონა ბევრჯერ გააფრთხილეს, რომ მოეშორებინა თოჯინა, რადგან ის ბოროტისგან იყო და ადრე თუ გვიან ზიანს მიაყენებდა, მაგრამ დონა მათ რჩევას ყურს არ უგდებდა. თოჯინა კი კვლავ მასთან რჩებოდა. რაც საშინელი შეცდომა იყო. ერთ ღამეს, ღრმა ძილში მყოფი პანიკამ შეიპყრო. მას კოშმარები აწუხ- ებდა. ის თითქოს ფხიზლად იყო, მაგრამ ადგილიდან ვერ იძვროდა. ძალა, რომ მოიკრიბა ოთახში მიმოიხედა, მაგრამ იქ არავინ იყო. უეცრად ფეხებთან თოჯინა შენიშნა. ის უცებ ფეხებზე აახოხდა, შემდეგ მკერდზე და შეწყვიტა მოძრაობა. თოჯინა წამებში მასთან აღმოჩნდა. დონას შიშისგან ძარღვებში სისხლი გაეყინა, მოძრაობა აღარ შეეძლო და სუნთვა უჭირდა. მას ასფიქსია დაემართა. მეორე დღეს ენჯი და დონა წასასვლელად ემზადებოდნენ. მათთან ერთად იყო მათი მეგობარი ბიჭი ლოუი. სახლში არაბუნებრივი სიჩუმე სუფევდა. მოულოდნელად დონას ოთახიდან შემაძრწუნებელი ხმაური მოისმა, გოგოები საშინლად იყვნენ შეშინებულები. მათ მაინც გადაწყვიტეს გაერკვიათ რა ხდებოდა ოთახში. ნელ-ნელა მიუახლოვდნენ საძინებელს, როდესაც ხმაური შეწყდა კარი შეაღეს და სინათლე აანთეს, მაგრამ იქ არავინ იყო. ოთახის კუთხეში კი თოჯინა "ანაბელი" იატაკზე იჯდა. ნელ-ნელა მიუახლოვდნენ ანაბელს. უეცრად ზურგს უკან თითქოს ვიღაც იგრძნეს, სწრაფად მობრუნდნენ, მაგრამ იქ არავინ იყო. ლოუ მკერდზე ტკივილმა შეაწუხა. მას მკაფიოდ აჩნდა დასმული პრჭყალების კვალი, სამი ვერტიკალურად და ოთხი ჰორიზონტალურად. ჭრილობები იყო ცხელი, როგორც დამწვრობის დროს ხდება. ეს ნაკაწრები მალევე გაუქრა. მეორე დღეს ნახევარდ მორჩენილი ჰქონდა, ორი დღის შემდეგ კი სრულიად გაუქრა. პარანორმალური მოვლენების მკვლევარები და დემონოლოგები. ცოლ-ქმარი Warrens-ები. დონა ბოლოსდაბოლოს მიხვდა, რომ მის სახლში არსებული სული არადამიანური და დემონური იყო. მას შემდეგ რაც ლოუს დაემართა, დონა გადაწყვეტს რომ მიმართოს ვინმეს დასახმარებლად. მან მიმართა ეკლესიას. დაუკავშირდა ადგილობრივ ეპისკოპოსს Hegan-ს. ის მიხვდა, რომ საქმე სულიერ საკითხს ეხებოდა და მიმართა ეკლესიის უმაღლეს ორგანოს, რომლებიც დაუყონებლივ დაუკავშირდნენ Warrens-ებს. ედ და ლორეინ უორენები მაშინვე დაინტერესდნენ ამ ამბით და დონას დაუკავშირდნენ. ლოუის, ენჯისა და დონას მონაყოლიდან უორენები მაშინვე მიხვდენენ, რომ საქმე ბოროტ ძალებთან ჰქონდათ. რამოდენიმე კვირის მუშაობის შემდეგ Warrens-ებმა გამოიძიეს იქ არსებული მოვ- ლენები, ამ 2-3 კვირის განმავლობაში უამრავი საშინელება დატრიალდა სახლში. საბოლოოდ გაირკვა, რომ ყველაფერი Annabelle Higgins-გან დაიწყო მართლაც, თუმცა თავად ანაბელი არაფერ შუაშია. საქმე ისაა, რომ იმ სახლში ბერჯერ სცადეს სხვადასხვა დროს Annabelle Higgins-ის სულის გამოძახება. დაწყებული ოჯახის წევრებიდან. ალბათ იმიტომ, რომ გაეგოთ თუ რა შეემთხვა მას რეალურად. სპირიტული სეანსების დროს კი მოგეხსენებათ, რომ კავშირი ხდება ბნელ, დემონურ ძალ-ებთან და არა გარდაცვლილთა სულებთან, რაც სრული აბსურდია. სწერედ ამ სეანსების დროს შემოვიდა დემონი კონტაქტში და იქვე დაისადგურა კიდეც. რაც შეეხება თოჯინას, სწორედ მისი საშუალებით ცდილობდნენ ანაბელის სულთან დაკავშირებას, ალბათ მიხვდით, რომ ეს თოჯინა ანაბელს ეკუთვნოდა ერთ დროს. საბოლოოდ ეპისკოპოსის კურთხევით იმ სახლში ჩტარდა ეშმაკის გან- დევნის რიტუალები (ეგზორციზმი, კვეთებული). თუმცა ამაოდ. ეკლესიამ ამ მოვლენებთან დაკავშირებით შეადგინა შვიდგვერდიანი დოკუმენტი. თოჯინა კი დონას თხოვნით, უორენებმა წაიღეს. ტრანპორტირების დროს უორენებს ცუდი წინათგძნობა ჰქონდათ. ცოტა ხანში მანქანის საჭემ თავისით დაიწყო მოძრაობა, მუხრუჭები მწობრიდან გამოვიდა ედმა საჭე ძლივს დაიმორჩილა და მსუბუქი ავარიაც მოუვიდათ. ედი მაშინვე გადავიდა მანქანიდან, გახსნა საბარგული, შავი ჩანთიდან ამოიღო ფლაკონი ნაკურთხი წყლით თოჯინას შეასხურა და ზედ ჯვარი დაადო. უცნაური მოვლენები შეწყდა და უორენებმა უსაფრთხოდ ჩააღწიეს სახლამდე. თოჯინა ასევე ავლენდა ზიზღს სასულიერო პირების მიმართ, რომლებიც უორენებთან სტუმრად მიდიოდნენ. მაგალითად ერთხელ მათ მამა Jason Bradford-ი ესტუმრა, კათოლიკე ეგზორცისტი. მან თოჯინა აიღო ხელში დახედა და თქვა, რომ შეუძლებ- ელი იყო მას ვინმესთვის რაიმე ზიანი მიეყენებინა და ისევ თავის ად- გილზე დააბრუნა. ედმა უთხრა, რომ ასეთი რამ არ უნდა გაეკეთებინა. წამოსვლის დროს გააფრთხილეს, რომ გზაში ფრთხილად ყოფილიყო და მანქანით ნელა ევლო. ლორეინი ხვდებოდა, რომ მას რაღაც ტრაგედია შეემთხვეოდა, მაგრამ სახლში წასვლას ვერ დაუშლიდა ახალგაზრდა მღვდელს. რამოდენიმე საათის შემდეგ ჯეისონმა დაურეკა მათ და უთხრა, რომ გზაში საშინელი ავარია შეემთხვა, მანქანა სულ განადგურ- ებული იყო და სიკვდილს სასწაულად გადაურჩა. მიზეზი მუხრუჭების მწყობრიდან გამოსვლა იყო. ეს არის მხოლოდ ერთი ამბავი, იმ უამრავი ისტორიიდან რაც წლების განმავლობაში ხდებოდა თოჯინა ანაბელის მიზეზით. უორენებმა ააშენეს ოკულტური მუზეუმი სადაც განათავსეს ანაბელი. მას შემდეგ შეწყდა ტრაგიკული მოვლენები მის გარშემო. მხოლოდ ერთ- ხელ გახდა ის ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალების მიზეზი, როცა მუზეუმში მოვიდა ახალგაზრდა ბიჭი მოტოციკლით, მეგობარ გოგნასთანერთად. თოჯინას ისტორია, რომ მოისმინა სიცილი ატეხა და მასხრად აიგდო ედ უორენი. ის სიცილით ამბობდა, რომ თუ ამ თოჯინას შეეძლო მისი დაკაწვრა, თნახმა იყო ამისთვის და მხოლოდ ამის მერე დაიჯერებდა მის ისტორიას. ედმა მას კატეგორიულად მოსთხოვა შენობის დატოვრბა. გზაში ისინი კვლავ ამ ისტორიაზე და თოჯინაზე იცინოდნენ, უეცრად მან დაკარგა საჭის კონტროლი და ხეს შეასკდნენ, ბიჭი ადგილზევე გარდაიცვალა, მისი მეგობარმა კი საავადმყოფოში უამრავი წელი გაატარა. კომიდან გამოსვლის შემდეგ, კითხვაზე თუ რა მოხდა მან უპ-ასუხა, რომ გზაში ისინი კვლავ იცინოდნენ თოჯინის ამბავზე, რადროს- აც უეცრად დაკარგა მართვის კონტროლი მისმა მეგობარმა. ედმა ის გააფრთხილა, რომ არასოდეს აეგდო მასხრად სატანა და მისი ბნელი ძალები ეს კი უორენების ოკულტური მუზეუმის ფოტოები: 3577 13-ს მოსწონს 1-ს არა
|