ფეხბურთი მსოფლიო დონის ვარსკვლავები ნეიმარს ამხნევებენ - რას გადაურჩა ფეხბურთელი ( + ბევრი ფოტო და ვიდეო) 2014, 8 ივლისი, 13:20 სამყაროს ყურადღება ბრაზილიისკენ არის მიმართული და გასაკვირი ამაში არაფერია.მსოფლიო ჩემპიონატი - ბრაზილია 2014 გადამწყვეტ ფაზაშია შესული და მასპინზელი გუნდის ბედი სუპერვარსკვლავის გარეშე უნდა გადაწყდეს. ნეიმარს კიდევ 45 დღე სჭირდება საბოლოო განკურნებისთვის.მისმა მოულოდნელმა ტრამვამ ყველა ააფორიაქა. თავად გუნდის კაპიტანი დავიდ ლუისი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ბომბარდირი წერს: - " ერთადერთი მიზეზი, რიც გამოც კოლუმბიასთან მატჩის შემდეგ მინდორი ნერვიულობით დავტოვე, ის იყო, რომ არ ვიცოდი, ნეი რა მდგომარეობაში იყო.ყველას დიდი იმედი გვაქვს, რომ იგი მალე მომჯობინდება'. ლიონელ მესიმ კი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ნეიმართან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: – " ნეიმარ, იმედი მაქვს, მალე გამოჯანმრთელდები და ჩემს გვერდში იქნები". ფეხბურთელს თვითერითა თუ სხვა საშუალებებით ვინ აღარ ამხნევებს; ჟიზელ ბიუნდჰენი, კაკა, პელე, ლებრონ ჯეიმსი, ზელპ ბლატერი. რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, სუნიგა მთელი მატჩის განმავლობაში ძალიან უხეშობდა, მაგრამ განსაკუთრებული სისასტიკე ნეიმარის მიმართ გამოიჩინა, როცა მუხლი ზურგში მოაყოლა და ხერხემლის მალა სერიოზულად დაუზიანა.საბედნიეროდ ფეხბურთელს ოპერაცია არ დასჭირდა, მაგრამ როგორც ირკვევა, სარეაბილიტაციო პერიოდი 45 დღეა. თავად ცრემლებს ვერ იკავებს ფეხბურთელი და მილიონობით გულშემატკივარს სულისშემძვრელ მესიჯს უგზავნის. 161 9-ს მოსწონს
|