მუსიკა ჰარდ- როკი და ჰევი მეტალი 2014, 7 ივლისი, 22:51 ![]() Hard Rock ( ინგლისურ ენაზე. Hard Rock, სიტყვასიტყვით მძიმე როკი ) - როკ მუსიკის ერთ-ერთი ჟანრი, ხასიათდება მკვეთრად გამოხატული, წინ წამოწეულ რიტმ-სექციით, გამოირჩევა ბასის და დრამის აქტიურობით, რაც მაღალ საშემსრულებლო ოსტატობას მოითხოვს . ამ ჟანრის კომპოზიციები აგებულია გიტარის მძიმე, მოტორისებურ მჟღერ რიფზე, ზომა 4/4. Hard Rock-ი დაიბადა 1960-იან წლებში, თუმცა ჩამოყალიბებული ფორმა 1960 - იანი წლების ბოლოს მიიღო, აყვავების ხანა ადრეული 1970-იანები ითვლება, რომელის განვითარებაში განსაკუთრებული როლი მიუძღვით ბრიტანულ "სამ ვეშაპს", ესენია Led Zeppelin, Black Sabbath და Deep Purple . 70-იანი წლების ბოლოს "ჰარდ-როკს", როგორც ტერმინს "ჰევი მეტალი" ჩაენაცვლა, რაც საფუძვლად დაედო "მძიმე მეტალის "განვითარება.ამჟამად ტერმინი "მძიმე როკი" ხშირად გამოიყენება, როგორც განმასხვავებელი "პოპ-როკისა" და იგი აერთიანებს "მეტალს", გრანჟს, პანკს, გოთიკას და საერთოდ "მძიმე ჟღერადობას". წარმოშობა. ამ ჟანრის პირველი ნიშნები ისევ ბრიტანულ ჯგუფებში შეინიშნება, The Kinks, Cream, The Rolling Stones, The Yardbirds, The Who, ასევე ვირტუოზ ამერიკელ გიტარისტ ჯიმი ჰენდრიქსის შემოქმედებაშიც, პირველი ჰარდ-როკის ელემენტები გამოჩნდა You Really Got Me» (The Kinks), «White Room» (Cream), -ში და «Helter Skelter»-ში (The Beatles). აყვავება-1970-იანი წლები. 70-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდნენ ჯგუფები, რომლებიც ითვლებიან ამ ჟანრის პიონერებად და უდავო ავტორიტეტებად, ესენია:Led Zeppelin, Deep Purple, Black Sabbath-ი.მიუხედავად იმისა, რომ ეს სამივე ჯგუფი ჟანრობრივად ჰარდ-როკს მიეკუთვნებოდა, ისინი მაინც თავისი ხელწერით მკვეთრად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, თანდათან გამოჩნდნენ სხვა ჯგუფებიც, რომლებმაც პირველ გზის გამკვალვებს კვალში ჩაუდგნენ, ან კიდევ მათთან ერთად არსებობდნენ და "ჰარდ-როკისკენ" გადაუხვიეს, ესენია:Status Quo, Nazareth, AC/DC, Uriah Heep, Queen, UFO, Grand Funk Railroad, kiss, Scorpions და მრავალი სხვა. ![]() 1980 -იან წლებში ჰარდ-როკი საკმაოდ კომერციულად წარმატებული გამოდგა, მას მეორე სახელიც შეარქვეს Hard n Heavy, დიდი წარმატება მოიპოვეს ახალმა სახეებმა (Iron Maiden, Guns N' Roses, Mötley Crüe, Def Leppard, Europe და სხვები), არც ძველი გვარდია ჩამორჩა პოპულარობით, მაგალითად, ოზი ოსბორნი, Black Sabbath -ის ყოფილი სოლისტი, დევიდ კოვერდეილი ჯგუფ Whitesnake-სთან ერთად(Deep Purple-ს ყოფილი სოლისტი)ასევე Aerosmith, AC/DC, Judas Priest და სხვა. 1990-იანი წლები. 90-იან წლებში წარმატებულად განაგრძობენ გამოსვლას როგორც უკვე სტაჟიანი ჯგუფები მაგალითად-AC/DC', Van Halen-ი, Metallica და სხვები, აგრეთვე ახალი სახეები The Black Crowes, Nirvana, Pearl Jam-ი და ა.შ. 2000-იანი და დღემდე-დღესდღეობით სცენაზე უამრავი ჰარდ-როკ ჯგუფი და შემსრულებელი მოღვაწეობს ან მოღვაწეობდა, როგორც ძველი თაობა, ასევე საშუალო და ახალი სახეები, მაგალითად:Sistem of a down, rammstein, Creed, nightwish, Staind, Puddle of Mudd, Nickelback, Kings of Leon, Queens of the Stone Age, Them Crooked Vultures და მრავალი სხვა. ჰარდ-როკი საქართველოში. უპირველეს ყოვლისა საქართველოში როკის და ჰარდ და ჰევი მეტალის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ბაჩი ქიტიაშვილს და ჯგუფ "ბერმუხას". 80-იანი წლების ბოლოს დიდი პოპულარობით სარგებლობს როკ-ჯგუფი "ოკეანე"(კაკო ვაშალომიძეს შექმნილი, ვოკალი-ვახო მაკალათია), ბევრს ეხსომება მათი ჰიტი "მოსკოვიდან ზარია", ბათუმში ამავე პერიოდში შეიქმნა შესანიშნავი ჯგუფი" ბეთლემი", "რკინის რაინდი"(რუსთავიდან), "მეხის ქანდაკება"(თელავიდან) ამჟამად ბევრი ჰარდ-როკ ჯგუფი მოღვაწეობს საქართველოში:"მძიმე ჯვარი", "რემა", "აპრილი" "ჰიმერა" და სხვა.ქართულმა ჯგუფმა Eldrine-მა ევროვიზიის კონკურსზე სიმღერით "One More Day" ქართველ შემსრულებლებს შორის ჯერჯერობით ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია და პირველ ათეულში მოხვდა. მოამზადა:არაჩანდამ. 360 5-ს მოსწონს 1-ს არა |
ეს ხუმრობით..სიმართლე თუ გინდა, აღფრთოვანებული ვარ:)