x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბავშვები და მათი ყველაზე უცნაური კითხვები
image


პატარების ფანტაზიას და მათ კითხვებს საზღვარი არ აქვს...ხშირად ბავშვები ისეთ უცნაურ და გამოუვალ კითხვებს სვამენ, რომ შესაძლოა ყველაზე საზრიანი, მჭერმეტყველი და ერუდირებული მშობელიც კი დააბნიოს.

ხოლო დასმული კითხვის პასუხის პასუხი შეიძლება კიდევ უფრო მოულოდნელი და დამაბნეველი იყოს.მსგავსი კითხვები პატარებს ძირითადად 2, 5 -3 წლის ასაკიდან უჩნდებათ, ანუ ის პერიოდია როდესაც ბავშვს ხასიათი და მსოფლმხედველობა უყალიბდება, როდესაც ის უკვე კარგად განარჩევს საკუთარ „მე“-ს. მისი ინტერესების სფერო იზრდება და ცდილობს სხვადასხვა ინფორმაცია მიიღოს.




-დედა ჩემთან ერთად ჯარში წამოხვალ?

-არა.

–უჩემოდ?



-დედა ეს რა არის?


-ღია ბარათი ჰქვია ამას.


–მერე რატომ არ იღება?




-დედა ფული გაქვს?


-მაქვს, რატომ დაინტერესდი?


-ჩუპა-ჩუპსი მაინტერესებს.



-დედა, თითის ჩადება პირში არ შეიძლება?

-არ შეიძლება.

-იმიტომ რომ ჭუჭყიანია?

-ჰო, იმიტომ რომ ჭუჭყიანია.

-თითი იატაკზე ეგდო?


-დედა ფეხები გტკივა?

-კი შვილო.

-რომლები? უკანები თუ წინები.


დედა ფენით თმებს იშრობს.მამა 3 წლის გოგონას ეკითხება:"რას აკეთებს დედაშენი?"


-თმებში მტვერსასრუტობს.



-დედა, როდის ვიქნები 30 წლის, რომ ჩემთან ერთად სასეირნოდ აღარ გამოხვიდე.


-ნახე დეიდამ რა კარგი წიგნი გაჩუქა?

-წიგნი კარგია, მაგრამ მსუქანია.



უყურა, უყურა 3 წლის ბიჭუნამ მამამისს როგორ აყოლებდა თითებს მუსიკის ტაქტს და შეეკითხა:"მამა შენს თითებს უხარიათ?"



-მამა მწყემსი რას ნიშნავს?

-მწყემსი არის შვილო ადამიანი, რომელიც უვლის და ყურადღებას აქცევს ცხვრებს და თხებს..

ბავშვი ფანჯარაში იყურება და ხედავს ბეღურების გუნდს..


-და ბეღურებსაც არა?



ბავშვმა პეგასის სურათს შეხედა და მამას ეუბნება:"ნახე მამა ცხენი-ანგელოზი"




ოჯახი სადილობს. სამი წლის ბიჭუნა დედას ეკითხება:"დედა არ გინდა პატარა იყო?" დედა პასუხობს:" კი მინდა, საბავშვო ბაღში ვივლიდი, ბევრი სათამაშოები მექნება, ვინებივრებ და ვიცელქებ..მოდი შენ კიდე დიდი იყავი, იარე სამსახურში, დარეცხე სარეცხი, გაამზადე სადილი, დაალაგე დააუთოვე, გინდა?" ბავშვი პასუხობს:"არა დედა მე როგორც მამა ისე მინდა ვიყო, არაფერს არ აკეთებს, ზის კომპიუტერთან და თამაშობს".







2
240
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
240
  
2014, 7 ივლისი, 20:43
აჰაა, ბოლოზე ვიხალისე ზუსტად :)))
2014, 7 ივლისი, 16:25
ბოლო:))))))))
0 1 2