სისხლის სამართალი საფრანგეთში მოწაფის დედამ მასწავლებელი მოკლა 2014, 5 ივლისი, 8:31 საფრანგეთში მოწაფეების თვალწინ ერთ-ერთი ერთ-ერთი მოწაფის დედამ მასწავლებელს დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ინციდენტი მოხდა ქალაქ ალბის სკოლაში.47 წლის ქალი რამდენიმე წუთში დააკავეს.იუწყება The Local-ი. მოწაფის დედა მასწავლებელს თავს დაესხა სასწავლო წლის ბოლო დღეს.ქალი ცდილობდა მიმალულიყო, თუმცა მალევე სკოლის მახლობლად იგი დააკავეს.როგორც გაირკვა ქალს ფსიქიური პრობლემები ჰქონდა. როგორ მოწმეების ჩვენებიდან ირკვევა, მოწაფის დედამ მასწავლებელს დაუყვირა"მე ქურდი არ ვარ!" და მუცელში სასიკვდილოდ დაჭრა.34 წლის მასწავლებელი 2 საათში გარდაიცვალა. რა გახდა თავდასხმის მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს. როგორც გაირკვა აგრესიულ მშობელს ადრეც ჰქონდა კანონთან პრობლემები.რამდენიმე ხნის წინ შვილი სახლიდან გაექცა, მან კი ამის შესახებ პოლიციას არ ამცნო. ინციდენტს გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, უწოდა რა ინციდენტს "საშინელი ტრაგედია".მან განათლების მინისტრს პირადად დაავალა მოენახულებინა სკოლა და ამასთანავე მობილიზებური იქნას ძალები, რომ პედაგოგებს და იმ მოწაფეებს, რომლებიც საშინელი მკვლელობის მოწმენი გახდნენ აღმოუჩინონ ფსიქოლოგიური და მორალური დახმარება. 66 3-ს მოსწონს
|