x
image
ბელენაი
კიბოსთან ბრძოლა - 6 რჩევა რისკის შესამცირებლად
image

მიჰყევი ამ 6 რჩევას, რომლებიც შემაცირებენ კიბოს რისკს - ამბობენ მკველავრები.



რეკომენდაციები გამოქვეყნდა, ვაშინგტონში დაფუძნებული

არაკომერციული ჯგუფის მიერ.



მათი ძირითადი რჩევაა, მივირთვათ მეტი ბოსტნეული და ხილი, შევზღუდოთ ან საერთოდ უარი ვთქვათ ალკოჰოლზე, ასევე შემწვარ და შებოლილ ხორცზე.


1.მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით ფოთლოვანი მცენარეები. „ეს არის უტყუარი ფაქტი“, რომ მცენარეებზე დაფუძნებული დიეტა ამცირების კიბოს რისკსა და გულის დაავადებას, ამბობს დოქტორი პოლ ტალალა (გამორჩეული პროფესორი ჯონ ჰონკინსის უნივერსიტეტში). ხილი და ბოსტნეული შეიცავენ დამცავ ნაერთებს, რომლებიც თავიდან აგვაცილებენ კიბოს.

2.მიირთვით სოიოს პროდუქტები, მკერდის სიმსივნის საწინააღმდეგოდ.

3.შეზღუდეთ რძის პროდუქტები პროსტატის რისკის შესამცირებლად.

ამ შემთხვევაში „დამნაშავე“ კალციუმია. ძირითადად რძე უნდა შეიზღუდონ მამაკაცებმა ვის გენეტიკაში არის ეს დაავადება.

4.შეზღუდეთ ალკოჰოლი ხახის, ხორხის, საყლაპავი მილის,
მსხვილი ნაწლავის, სწორი ნაწლავისა და მკერდის კიბოს თავიდან აცილების მიზნით. გამოკვლევებმა დაადასტურეს რომ ალკოჰოლი 24%-ით ზრდის კიბოს რისკს.

5.მოერიდეთ დამუშავებულ ხორცს, ნაწლავების კიბოს, გულის დაავადებების, ინსულტისა და დიაბეტის თავიდან ასაცილებლად. ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის კვლევებმა აჩვენა, რომ დამუშავებული ხორცის რეგულარულმა მიღებამ, როგორიცაა ძეხვი, საგრძნობლად შემაცირა ადამიანის სიცოცხლის პერიოდი.

6.მოერიდეთ შემწვარ, შებოლილ ხორცს, რომლებიც იწვევენ ნაწლავების, სარძევე ჯირკვლების, პროსტატის, თირკმელისა და პანკრეასის დაავადებებს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ კიბოს გამომწვევი ქიმიკატები, ჰეტეროციკლური ამინები იქმნება მაშინ, როდესაც ხორცი იხარშება მაღალ ტემპერატურაზე.


კიბოს რისკის შემცირება არ იძლევა კიბოს თავიდან აცილების
გარანტიას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თქმით, 30% კიბოს გამომწვევი მიზეზი ხდება არასწორი დიეტები, დანარჩენი კი მიეწერება მოწევას, დაბინძურებულ გარემოს, გენეტიკას. ამ შემთხვევაში გავლენას არ ახდენს გარემო პირობები და ის თუ რას მიირთმევთ და რას არა.

0
134
2-ს მოსწონს
ავტორი:ბელენაი
ბელენაი
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0