ფეხბურთი ლუის სუარესმა ბოდიში მოიხადა 2014, 1 ივლისი, 3:52 საკუთარ თვითერზე თანამედროვე ფეხბურთის ერთ - ერთი კაშკაშა ვარსკვლავი ლუის სუარესი ბოდიშს უხდის ჯორჯ ჩელინის. როგორც ფეხბურთელი თავის სტატუსში აღნიშნავს, არასოდეს აღარ განმეორდება ის ინციდენტი, რასაც ადგილი ჰქონდა ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზე. ბოლოს და ბოლოს ლუის სუარესმა გაბედა და ბოდიში მსოფლიოს გასაგონად მოიხადა იტალიის ნაკრების ნახევარმცველის წინაშე . ურუგვაის შერცხვენილი თავდამსხმელი დისკვალიფიცირებულია ოთხი თვით. გარდა ამისა, "по версии ФИФА", ის დამატებით ცხრა მატჩს გამოტოვებს საერთაშორისო ასპარეზზე. როგორც წყარო წერს, ინგლისის თავდამსხმელი გარი ლინეკერი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომ სუარესი კატალონიის "გიგანტებმა" აიძულეს, რათა ბოდიში მოეხადა. მან რამდენიმე დღიანი დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ ნამდვილად უკბინა ჯორჯს. თუმცა თავდაპირველად ლუისი კატეგორიულად უარყოფდა კბენის ფაქტს და მომხდარს შემთხვევითობას მიაწერდა.ფეხბურთელი ამჟამად საკუთარ ოჯახთან ერთად იმყოფება მონტევიდეოში. - " მე დღეს ოჯახთან ერთად ვიმყოფები და საკმარისი დრო მაქვს დასაფიქრებლად...მქონდა შესაძლებლობა მშვიდად დავფიქრებულიყავი მომხდარზე... ჩელინმა განიცადა ფიზიკური ტკივილი ჩემთან ერთად.მე ძალიან ვწუხვარ და ბოდიშს ვიხდი ჯორჯ ჩელინის, მთელი საფეხბურთო ოჯახის და საზოგადოების წინაშე და მინდა დაგარწმუნოთ რომ მსგავსი აღარასოდეს განმეორდება'. 32 8-ს მოსწონს 1-ს არა
|