კინო 50 წლის სერიალ "მეგობრების ვარსკვლავი შესანიშნავად გამოიყურება 2014, 29 ივნისი, 17:25 სერიალ "მეგობრების" 50 წლის ვარსკვლავმა თავისი შესანიშნავი ფიგურის დემონსტრირება მოახდინა და თან უახლოეს მომავალში თხოვდება. მსახიობმა კორტნი კოქსმა დაისვენა ულამაზეს კუნძულებზე ტურკსა და კაიკოსზე თავის საქმრო ჯონ მაკდეინთან ერთად. ჯონი 37 წლისაა და როკ ჯგუფ Snow Patrol-ში მღერის. იმის შესახებ, რომ მეორეთ აპირებს გათხოვებას მსახიობმა თავის ტვიტერის ბლოგში განაცხადა, სადაც საერთო ფოტოსურათი დადო. კორტნი და ჯონი სულ რაღაც 8 თვეა ხვდებიან ერთმანეთს, მას შემდეგ რაც ისინი საერთო მეგობარმა, მუსიკოსმა ედ შირანმა გააცნო. 69 2-ს მოსწონს
|