x
image
ტორნადო07
2013 წლის ოსკარის გამარჯვებული ფილმები
ლოს-ანჯელესის კინოთეატრ Dolby-ში ჩატარდა "ოსკარის" 85-ე დაჯილდოება. ნომინაციების მიხედვით უდაო ფავორიტი ფილმი "ლინკოლნი" იყო თუმცა მან 12 ნომინაციიდან მხოლოდ 2 ჯილდო მიიღო. სათავგადასავლო ფილმმა "პის ცხოვრება" 4 ჯილდო მიიღი, მაგრამ მაინც ვერ გახდა წლის საუკეთესო ფილმი. ეს საპატიო ჯილდო "ოპერაცია არგოს" ერგო. ქვევით წარმოგიდგენთ 11 ფილმს, რომლებმაც მიიღეს "ოსკარის" ქანდაკება.


"პის ცხოვრება"image

ორიგინალური სახელწოდება: Life of Pi.

რეჟისორი: ენგ ლი
როლებში: სურაჯ შარმა, ირფან ქხანი, რეიფ სპოლი, ჟერარ დეპარდიე, აიუშ ტანდონი, გაუტამ ბელური, ადილ ჰუსეინი, აიან ქხანი, მოჰდ აბას ჰალილი.


ჯილდოების რაოდენობა: 4

ნომინაციები: საუკეთესო რეჟისორი, საოკეთესო ოპერატორი (კლაუდიო მირანდა), საუკეთესო სპეცეფექტები, საუკეთესო საუნდტრეკი (მაიკლ დენა).

ფილმის შესახებ: თავარი გმირი აღმოჩნდება ნავში შუა ოკეანეში მოულოდნელ თანამგზავრთან - ბენგალური ჯიშის ვეფხვთან ერთად...


"ოპერაცია არგო"image

ორიგინალური სახელწოდება: Argo
რეჟისორი
: ბენ აფლეკი
როლებში: ბენ აფლეკი, ბრაიან კრენსტონი, ალან არკინი, ჯონ გედმენი, ვიკტორ გარბერი, ტეიტ დონოვანი.

ჯილდოების რაოდენობა: 3

ნომინაციები: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო ადაპტირებული სცენარი, საუკეთესო მონტაჟი.

ფილმის შესახებ: 1979 წლის 4 ნოემბერი, ირანის რევოლუციამ აპოგეას მიაღწია. სამხედროები აშშ-ს საელჩოს შტურმით იღებენ და მძევლად 52 ამერიკელი აჰყავს. მაგრამ ამ ქაოსში ექვსი მათგანი გაქცევასა და კანადელი ელჩის სახლში თავის შეფარებას ახერხებს. ისინი ხვდებიან, რომ მათი აქ აღმოჩენა სიკვდილის ტოლფასია. ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის სპეციალისტი ადამიანების საიდუმლო გადაყვანაში - ტონი მენდესი მათ უსაფრთხო ევაკუაციის საკმაოდ სარისკო გეგმას სთავაზობს. გეგმა იმდენად წარმოუდგენელია, რომ ასეთები მხოლოდ კინოში ხდება.


"საბრალონი"image

ორიგინალური სახელწოდება: Les Miserables

რეჟისორი: თომ ჰუპერი
როლებში:
რასელ ქროუ, საშა ბარონ ქოენი, ჰელენა ბონემ ქარტერი, ენ ჰეტევეი, ჰიუ ჯეკმანი, ამანდა სეიფრიდი

ჯილდოების რაოდენობა: 3

ნომინაციები: მეორე პლანის ქალის საუკეთესო როლი (ენ ჰეტევეი), საუკეთესო ხმა, საუკეთესო გრიმი.

ფილმის შესახებ: მეცხრამეტე საუკუნის ბოლო. ევროპა რევოლუციის პირას დგას. ჟან ვალჟანი – განდევნილი, რომელსაც პატიმრობა აქვს მისჯილი და იძულებულია სასტიკ სამართალს დაემალოს. პარიზის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ჟავერი მის დაჭერას თავისი ცხოვრების მათავარ საქმედ თვლის. ჟანის შეყვარებულის დაღუპვის შემდეგ, მისთვის ერთადერთი ახლობელი ადამიანი მისი ქალიშვილი კოზეტია. ის ყველაფერზე წავა გოგონას ბედნიერებისთვის... თავისი მთავარი მტერის შეხვედრადაც კი.


"ლინკოლნი"image

ორიგინალური სახელწოდება: Lincoln

რეჟისიორი: სტივენ სპილბერგი
როლებში: დენიელ დეი ლიუისი, სალი ფილდი, ჯოზეფ-გორდონ ლევიტი, ჯეიმს სპეიდერი, ხელ ხოლბრუკი, ტომი ლი ჯონსი, ჯონ ხოუკსი, ჯეკი ერლ ხეილი, ბრიუს მაკგილი

ჯილდოების რაოდენობა: 2

ნომინაციები: მამაკაცის საუკეთესო როლი (დენიელ დეი ლიუისი), დამდგმელი მხატვარის საუკეთესო ნამუშევარი.

ფილმის შესახებ: ბოიგრაფიული ფილმი შეერთებული შტატების მეთექვსმეტე პრეზიდენტზე - ავრაამ ლინკოლნზე - რომელმაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ჩრდილოელების გამარჯვებაში სამოქალაქო ომის დროს.


"ჯანგო, გათავისუფლებული"image

ორიგინალური სახელწოდება: Django Unchained
რეჟისორი: კვენტინ ტარანტინო.
როლებში: ჯეიმი ფოქსი, კრისტოფერ ვალცი, ლეონარდო დი კაპრიო, კერი ვაშინგტონი, სამუელ ლ. ჯექსონი, უოლტონ გოგინსი, დენის კრისტოფერი, ჯეიმს რიმარი, მაიკლ პარკსი, დონ ჯონსონი.
ჯილდოების რაოდენობა: 2
ნომინაციები:მეორე პლანის მამაკაცის საუკეთესო როლი (კრისტოფ ვალცი), საუკეთესო სცენარი (კვენტინ ტარანტინო).
ფილმის შესახებ: ექსცენტრიული თავებზე მონადირე, ასევე ცნობილი როგორც «დანტისტი», გეგმავს ველური დასავლეთის ყველაზე საშიშ დამნაშავეებზე თავდასხმას. სამუშაო მტვრიანია, და სანდო დამხმარის გარეშე მას ეს არ შეეძლება. მაგრამ როგორ შეიძლება მოინახოს ასეთი და სასურველია რომ იაფად? გაქცეული პატიმარი სახელად ჯანგო – შესანიშნავი კანდიდატურაა. მართალია, ახალ დამხმარეს თავისი მოტივები აქვს – რაღაცაში უნდა გაერკვეს.


"007, კოორდინატი სკაიფოლი"image

ორიგინალური სახელწოდება: Skyfall
რეჟისორი: სემ მენდესი.
როლებში: დენიელ კრეიგი, ხავიერ ბარდემი, ჯუდი დენჩი, რეიფ ფაინსი, ბენ უიშოუ, ნაომი ჰარისი, ალბერტ ფინი, ბერენის მარლო, ჰელენ მაკკორი, ტონია სოტიროპოლო.
ჯილდოების რაოდენობა: 2
ნომინაციები: ხმის საუკეთესო მონტაჟი, საუკეთესო სიმღერა.
ფილმის შესახებ: MI6-ზე თავდასხმა განხორციელდა, ჯეიმს ბონდს კი - დამნაშავეების პოვნა მოუწევს, თუმცა ამ დროს ის თავისი უფროსის, M, შავ-ბნელ წარსულს შეეჩეხება. აგენტ 007 მძიმე არჩევანის წინაშე დგას, ენდოს თუ არა მათ, ვისთვისაც მუშაობს.


"ჩემი ბოიფრენდი გიჟია"image

ორიგინალური სახელწოდება: Silver Linings Playbook
რეჟისორი: დევიდ ო' რასელი.
როლებში: ბრედი კუპერი, ჯენიფერ ლოურენსი, რობერტ დე ნირო, ჯეკი უივერი, კრის ტაკერი, ანუპამ კხერი, ჯონ ორტიზი, ში უიგჰემი, ჯულია სტაილეზი, პოლ ჰერმანი.
ჯილდოების რაოდენობა: 1
ნომინაციები: საუკეთესო ქალის როლი (ჯენიფერ ლოურენსი).
ფილმის შესახებ: მეუღლის წასვლის შემდეგ მთავარი გმირის ცხოვრება რადიკალურად იცვლება.იგი გადადის მშობლების სახლში და კარგავს ძველ მეგობრებს.თუმცა ცხოვრება მაშინ გიმზადებს საჩუქარს, როდესაც ყველაზე ნაკლებად ელი.ტიფანის გაცნობა - ზუსტად ის შემთხვევაა.ამაღელვებელი და სასაცილო ისტორიაა, რომელიც აიძულებს არა მარტო მთავარ გმირს, არამედ ჩვენც შევხედოთ ჩვეულებრივ სიტუაციებს სხვა მხრიდან.


"მამაცი გულით"image

ორიგინალური სახელწოდება: Brave
რეჟისორი: ბრენდა ჩეპმანი, , მარკ ენდრიუსი
როლებში: ბილ კონოლი, ემა თომფსონი, ქელი მაქდონალდი, რობი ქოლთრეინი, ჯული უოლტერს, კევინ მაკკიდი.
ჯილდოების რაოდენობა: 1
ნომინაციები: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი.
ფილმის შესახებ: ოდითგანვე მითებითა და ლეგენდებით გარემოცულია შოტლანდიის ულამაზესი მთები. ფილმის მთავარ გმირს მერიდეს მოუწევს დამოუკიდებლად აირჩიოს ცხოვრებისეული გზა. ერთხელაც ის უარს ამბობს მისდიოს ძველ ტრადიციებს და უპირისპირდება ძლიერ შოტლანდიურ კლანებსა და მათ მეთაურებს.


"მიზანი N1"image

ორიგინალური სახელწოდება: Zero Dark Thirty
რეჟისიორი: კეტრინ ბიგელოუ.
როლებში: ჯესიკა ჩესტეინი, ჯეისონ კლარკი, ჯოელ ედგერტონი, ჯენიფერ ილი.
ჯილდოების რაოდენობა: 1
ნომინაციები: ხმის საუკეთესო მონტაჟი.
ფილმის შესახებ: რას ემსგავსება ადამიანის ცხოვრება თუ მის მთავარ მიზანს მსოფლიოში N1 ტერორისტის მოკვლა წარმოადგენს.


"ანა კარენინა"image

ორიგინალური სახელწოდება: Anna Karenina
რეჟისორი: ჯო რაიტი
როლებში: კირა ნაითლი, აარონ ჯონსონი, ჯუდ ლოუ, ალისია ვიკანდერი, კერი მაკდონალდი, მეთიუ მაკფადენი, ოლივია ვილიამსი, მიშელ დოკერი, დომნალ გლისონი, ემილი უოცონი, რუტ უილსონი, ალექსანდრა როაჩა, რაფაელ პერსონა, ეროს ვლახოსი, კენეტ კოლარი, ჰოლი გრეინჯერი, შირლი ჰენდერსონი, ბილ სკარსგარდი, ლიუკ ნიუბერი, ბაფი დევისი.
ჯილდოების რაოდენობა: 1
ნომინაციები: საუკეთესო კოსტიუმები.
ფილმის შესახებ: ლამაზი, ახალგაზრდა ქალი აზნაურთა ოჯახიდან, ვისი ცხოვრებაც მარტოხელა და ცარიელი იყო, მიუხედავად ბრწყინვალე ოჯახურ ცხოვრების ქმარ შვილთან, რუსული სამეფო კარის ატმოსფეროში... გამბედავი ახალგაზრდა ოფიცერი მაღალი აზნაურის ტიტულით და ვნებიანი გულით... საქმე, რომელიც დაიწყო როგორ საიდუმლო სიყვარული, რომელზეც, თმცა ცოტა ხანში, მთელი ქალაქი ლაპარაკობდა.


"ქაღალდის რომანი"image

ორიგინალური სახელწოდება: Paperman
რეჟისორი: ჯონ კარსი
როლებში: ჯონ კარსი, ჯეფ ტარლეი, კერი უოლგერი.
ჯილდოების რაოდენობა: 1
ნომინაციები: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი.
ფილმის შესახებ: მე-20 საუკუნის შუალედი. ნიუ-იორკი. მარტოხელა ახალგაზრდა მამაკაცი სადგურის პლატფორმაზე. კიდევ ერთი წამი — და ბედი აჩუქებს მას გასაოცარ შანს, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ ხდება. ის შეხვდა ლამაზმანს, ვისმა გამოხედვამ წამიერად დაიპყრო მისი გული. მაგრამ მისი ოცნების გოგონა გაჩენის თანავე, უმალვე გაქრება. ექნება თუ არა ანიმაციის გმირს მეორე შანსი?

1
785
5-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
785
  
2013, 27 თებერვალი, 22:11
კარგია და საინტერსო
0 1 1