მიხოს ზურგზე სიდედრი მოუკიდებია. მეზობელი ეკითხება:
– სად მიგყავს?
– ვენახი უნდა მოვწამლო.
იყიდება ციხესიმაგრე. მყიდველი ეკითხება მეპატრონეს:
- ამ ციხესიმაგრეში მოჩვენებები ხომ არ არიან?
- არა, როგორ გეკადრებათ! შვიდასი წელია აქ ვცხოვრობ და მოჩვენებები არასოდეს მინახავს.
ორი გველი წევს გვერდი-გვერდ. ერთი ეკითხება მეორეს:
- ბიჭო, ჩვენ შხამიანები ვართ?
- ხო, რავი, ალაბათ! – პასუხობს მეორე.
- აუ, დამერხა, ენაზე ვიკბინე!