სხვა საქართველო 2013, 21 დეკემბერი, 22:41 საქართველო ულამაზესი ქვეყანაა, ამავდროულად პატარა.საქართველო მხოლოდ ტერიტორიით არის პატარა, მას აქვს უდიდესი ისტორია და ყავს გმირები.საქართველოს უხსოვარი დროიდან უხდებოდა თავდაცვა გარე მტრებისაგან და ამ მტრებს ზუსტად ეს გმირები ებრძოდნენ.ებრძოდნენ და იღუპებოდნენ, იღვრებოდა მათი სისხლი მშობლიურ მიწაზე იმ იმედით რომ მათი შთამომავლობა გააგრძელებდა მათ საქმეს და ერთ დროს საქართველო გამთლიანდებოდა და გაბრწყინდებოდა.შეიძლება ეს მისია ნაწილობრივ შევასრულეთ.საქართველო არის ქვეყანა სადაც იბადებოდა და იმედია ახლაც იბადება ის გმირები რომლებსაც შეუძლიათ საქართველო გაამთლიანონ .მე მჯერა რომ ეს დღეს თუ ხვალ მაინც მოხდება.მხოლოდ ჩვენი რწმენა და სიყვარული ქვეყნისადმი სჭირდება.არ დავივიწყოთ ჩვენი წინაპრები, ჩვენსდამი დაღვრილი სისხლი და ჩვენი რწმენა ქრისტიანობა, რომელმაც აქამდე მოგვაღწევინა და ვიბრძოლოთ გამარჯვებისათვის. გაუმარჯოს ჩვენ სამშობლოს საქართველოს... 68 6-ს მოსწონს 1-ს არა
|