დაბა ჩოხატაურში აღმაშენებლის ქუჩაზე აღმოჩენილი იქნა უცნობი ნივთიერება, რომელიც უარყოფითად მოქმედებს გარემოზე და ადამინის ჯანმრთელობაზე.
ბალონი ერთერთმა მცხოვრებმა იპოვა და გადაწყვიტა ჯართში ჩაებარებინა.სწორედ, ამ ბალონის დანაწევრების დროს ამოსულმა თეთრმა კვამლმა, რომელსაც უცნაური სუნი ჰქონდა გამოიწვია ნარგავების ჭკნობა და რამოდენიმე მაცხოვრებელის ჯანმრთელობის გაუარესება, კერძოდ თავბრუსხვევა და ღებინების შეგრძნება.ერთ-ერთ ქალბატონს აღენიშნება გამონაყარი.მედიკოსების თქმით მათ ჯანმრთელობას საშიშროება არ ემუქრება.
8 ოჯახი შემთხვევის ადგილიდან ევაკუირებულია.5 ოჯახის საცხოვრებლის ეზოში მცენარეები და ნარგავები სრულიად გამხმარია.
მიმდინარეობს ექსპერტების მიერ ნივთიერების კვლევა, წინასწარი მოსაზრებით ეს ნივთიერება თხევადი ქლორი უნდა იყოს.
თხევადი ქლორი განეკუთვნება მაღალი საშიშროების ნივთიერებას. მას გამაღიზიანებილი და მხუთავი თვისებები აქვს.
არ იწვის, არის ძლიერი დამჟანგავი, ხელს უწყობს მრავალი ორგანული ნივთიერების წვას, ხანძარსაშიშია აალებად ნივთიერებებთან კონტაქტში. წყლაბადთან ერთად ქმნის ფეთქევადსაშიშ ნაერთს.
ქლორით მოწამვლის სიმპტომებია - ხველა, სიმშრალე პირის ღრუში, ღებინება, ტკივილი მკერდის არეში, მწვავე ტკივილი მუცლის ზედა არეში, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ღებინების შეგრძნება, საერთო სისუსტე და ციება.