სხვა ნიგერიელმა მომღერალმა გატაცებული ბავშვების სანაცვლოდ გამტაცებლებს თავის ქალწულობა შესთავაზა 2014, 27 ივნისი, 16:04 ნიგერიელმა მომღერალმა ადოკიე კირიანმა ქალწულობის დაკარგვა შესთავაზა რადიკალურ დაჯგუფება "ბოკო ჰარამს" სკოლის მოსწავლეების განთავისუფლების სანაცვლოდ. 23 წლის მომღერალმა მსგავსი განცხადება გაზეთ wanguard news-ში გააკეთა, ხოლო მოგვიანებით "ტვიტერზე" დაადასტურა. "არასამართლიანია ეს ყველაფერი. ისინი პატარები არიან და იტანჯებიან, შემიძლია სანაცვლოდ მათ ჩემი თავი შევთავაზო"-განაცხადა პოპ.მომღერალმა. კორესპონდეტმა ივარაუდა, რომ შესაძლოა მოზარდი გატაცებული გოგონები უკვე მათ სექს მონებად ჰყავთ ქცეული, რაზეც მომღერალმა უპაუხა:"ისინი 12-15 წლისანი არიან, მე მათზე უფროსი ვარ და უფრო გამოცდილი, დღეში თუნდაც 10-მა ან 12-მა კაცმა გამაუპატიუროს, ეს არ მაღელვებს, ოღონდ ბავშვები მშობლებს დაუბრუნონ." თუმცა მომღერლის ინიციატივას სოციალურ ქსელებში სხვადასხვა გვარად გამოეხმაურნენ, ნაწილმა მას სპეკულაციაში და პიარში დასდო ბრალი, ზოგმა კი ადოკიეს ქალწულობა ეჭვქვეშ დააყენა. შეგახსენებთ, რომ "ბოკო ჰარამის" დაჯგუფებამ 300 გოგონა ამა წლის აპრილის თვეში გაიტაცა, მათგან მხოლოდ რამდენიმე ათეული გაანთავისუფლა, დანარჩენი ტყვეების ბედი უცნობია. რადიკალური დაჯგუფების მოთხოვნაა მთელ ნიგერიის ტერიტორიაზე შარიათის კანონი შემოღება. 232 5-ს მოსწონს
|