სხვა ეს საინტერესოა 2 ნაწილი... 2014, 25 ივნისი, 16:45
1.) მსოფლიოში გამოცემული გაზეთების თითქმის ნახევარი მოდის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაზე.
2.) პირველი პროდუქტი, რომელზეც გამოჩნდა შტრიხკოდი იყო ვრიგლის (Wrigley) საღეჭი რეზინი. ვრიგლი დაბელმენტ ჯუსი ფრუთი – ხომ გახსოვთ?! 3.) 24 საათიანი თვლის რეჟიმის შემთხვევაში 1 ტრილიონამდე დათვლას 31 688 წელი ესაჭიროება. 4.) ტაფეფობია ნიშნავს ცოცხლად დამარხვის შიშს. კლინოფობია – ეს არის საწოლის შიში. 5.) მზე დედამიწაზე 330 330-ჯერ უფრო დიდია. 6.) წინადადება ”The quick brown fox jumps over a lazy dog” (მოხერხებული ყავისფერი მელა ზარმაც ძაღლს (გადა)ახტება) იყენებს ინგლისური ანბანის ყველა ასობგერას. ანალოგიური პრინციპის გათვალისწინებით შედგენილი ფრანგული წინადადება ასე იკითხება Portez ce vieux whisky au juge blond qui fume (მიართვით ეს ვისკი ქერა მოსამართლეს, რომელიც ეწევა). ქართულში გვაქვს ჩვენ რამე მსგავსი წინადადება? 7.) ერთ ღამეში თხუნელას შეუძლია 300 ფუტის სიგრძის გვირაბი გათხაროს (1 ფუტი=30.5 სანტიმეტრს). 8.) 1796 წლამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობდა შტატი ფრანკლინი. დღესდღეობით ამ შტატის სახელწოდებაა ტენესი. 9.) საშუალოდ ერთი ამერიკელი/კანადელი წელიწადში სვამს 600 ერთეულ გაზიან სასმელს. 10.) თეთრ სახლში არსებული დანების, ჩანგლების და კოვზების საერთო რიცხვია 13092. იმედია მოგეწონათ 122 2-ს მოსწონს
|