x
ეს საინტერესოა...
image

1.)პრინცი ჩარლზი და პრინცი უილიამი არასოდეს მგზავრობენ ერთი და იმავე თვითმფრინავით. გაუთვალისწინებელი ტრაგიკული შემთხვევისას ერთ-ერთი მაინც რომ ცოცხალი გადარჩეს. სიფრთხილეს თავი არ სტკივაო ხომ გაგიგიათ?!


2.) ადამიანებო, თქვენი ორგანიზმი ერთ წამში ქმნის და კლავს 15 მილიონ წითელ უჯრედს.


3.) არ ვიცი რამდენად დაკვირვებიხართ, მაგრამ გეტყვით, რომ საყოველთაოდ ცნობილ The Mona Liza-ს არ აქვს წარბები. რენესანსის დროინდელ ფლორენციაში მოდა იყო ამგვარი – წარბები უნდა გაგეპარსა.



4.) ლას-ვეგასში ყოველ 8 მოსახლეზე ერთი სლოტ აპარატი მოდის. ცნობისთვის ლას-ვეგასის მოსახლეობა 606 656 ადამიანს შეადგენს.


5.) ყოველდღე საშუალოდ 20 ბანკს ძარცვავენ და თითო ძარცვისას 2500 დოლარი მიაქვთ (ესეც საშუალოდ რასაკვირველია).


6.) მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სახელია მუჰამედი.


7.) ისლანდიაში წასვლის მსურველთა საყურადღებოდ და არა მარტო მათთვის: ისლანდიაში, რესტორანში მომსახურების სანაცვლოდ ფულის ჩუქება ითვლება შეურაცხყოფად.


8.) მეცხრამეტე საუკუნემდე ციმბირში ჩაი გამოიყენებოდა როგორც ფული.


9.) ბოინგ 747 იტევს 57 285 გალონ საწვავს. ცნობისთვის 1 გალონი = 3.78 ლიტრს


10.) ერთი ვიოლინო შეიცავს 70 სხვადასხვა სახეობის ხის მასალას.

იმედია მოგეწოანთ

0
101
2-ს მოსწონს
ავტორი:ჯემალი ნიაური
ჯემალი ნიაური
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0