სხვა მსოფლიოში ყველაზე საშინელი ძაღლი გამოვლინდა 2014, 25 ივნისი, 21:09
მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ფესტივალი და კონკურსი ტარდება, რომლებზეც საუკეთესო ძაღლები არიან წარმოდგენილი. სულ ცოტა ხნის წინ კი ყველაზე საშინელი ძაღლი გამოავლინეს. ცხოველი კალიფორნიაში, კერძოდ კი პეტალუმაში ცხოვრობს. "ყველაზე საშინელი ძაღლის" ტიტულის მოსაპოვებლად 29 ფინალისტი ცხოველი იბრძოდა, გამარჯვებულს კი 1500 დოლარიც გადაეცა. როდესაც თავშესაფარში მიიყვანეს "ქუჩის ძაღლის" გადარჩენის იმედი არავის ჰქონდა. არც პრობლემური და შეუხედავი ძაღლის შვილება უნდოდა ვინმეს. ძაღლი 9 თვის მანძილზე თავშესაფარში ცხოვრობდა და 2 წელი კი უკვე მზრუნველ პატრონთან შეუსრულდა. "მას არ აქვს ტუჩები, ამიტომ კბილებს ვერ დამალავს. ძაღლს არც ქუთუთოები აქვს, რის გამოც ცრემლებიც ხშირად მოსდის. თვალები და თვალის ქვედა უპეები კი ხშირად უწითლდება. ნუ შეგეშინდებათ მისი კბილების. ის ბრაზიანი სულაც არ არის. გარეგნობამ და ჯანმრთელობის პრობლემებმა მას მებრძოლი ხასიათი ჩამოუყალიბა და საკმაოდ ამაყიცაა"-განაცხადა მისმა პატრონმა, "Chandler"-მა. დღეს კი პატრონი საკუთარი ძაღლით, პეანუტით და მისი მიღწევებით ამაყობს. 118 2-ს მოსწონს 1-ს არა
|