x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
სტიგმა...

image “შიდსის ირგვლივ არსებული წინარწმენები გულისხმობს სოციალურ სიკვდილს და წინ უსწრებს ფიზიკურ სიკვდილს“ -Andrew
Beckett, Philadelphia
შიდსის ვირუსით ინფიცირებულ ჰომოსექსუალსა და შავკანიან ჰომოფობ ადვოკატს საერთო მხოლოდ ერთი აქვთ - კანონის ერთგულება და ნებისმიერი უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლი სურვილი.
„არაადეკვატური რეაქციებისა და არაკომპეტენტურობის“ გამო, თუმცა რეალურად განსხვავებული სექსუალური ორიენტაციისა და შიდსის მატარებლობის გამო სამსახურიდან განთავისუფლებული
ენდრიუ სასამართლოში უჩივის კომპანიას, რათა დაამტკიცოს უსაფუძვლოდ განთავისუფლებისა და დისკრიმინაციის არსებობის ფაქტი. ენდრიუ დასახმარებლად მიმართავს ადვოკატს, რომელიც ვიზიტის მიზეზს გაიგებს თუ არა უკან იხევს, სახე ეცვლება, ენდრიუს სახეს აკვირდება, ლაქებს ამჩნევს, თვალს არ აშორებს იმ ადგილებს, რომლებსაც ენდრიუ ეხება, გრძნობს, რომ ხელის ჩამორთმევის შემდეგ თითქოს გაჭუჭყიანდა, ექიმთან მიდის შეხვედრაზე, ვაითუ შიდსი გადაედო. თუმცა შიდსის გავრცელების გზების გაგების შემდეგ იცვლება ენდრიუსადმი დამოკიდებულება, სამართლიანობის აღდგენის სურვილი და ემპათია ადვოკატს მიიყვანს დასკვნამდე, რომ „ჩვენ ფილადელფიაში ვართ, ძმური სიყვარულისა და თავისუფლების ქალაქში, ქალაქში, სადაც დამოუკიდებლობის დეკლარაცია შეიქმნა, არ მაგონდება დოკუმენტი, რომელიც მხოლოდ ჰეტეროსექსუალთა თანასწორობას გულისხმობს, მჯერა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია“.
ისევე როგორც ნებისმიერი სტიგმა, შიდსის სტიგმაც იწვევს სოციალური იზოლაციას, მძიმე დეპრესიას, ინდივიდის პიროვნულ გაუფასურებას, თავისთავში ჩაკეტილობსა, ფსიქოლოგიურ დაძაბულობას, სუიციდის მცდელობასას კი. თუმცა, ენდრიუს შემთხვევაში სტიგმასთან დაკავშირებული ნეგატიური შედეგები კონპენსირდება მეგობრების და ოჯახის მხრიდან მხარდაჭერითა და მიმღებლობით: „ამ დაავადების გამო საკუთარ თავს სხვებისგან
განსხვავებულად არ მივიჩნევ. მე დამნაშავე არ ვარ, უბრალობ ვცდილობ გადავრჩე“. შიდსის სტიგმა ენდრიუს მაგალითზე სტიგმის განზომილებებით რომ განვიხილოთ, სტიგმა პიროვნული
პასუხისმგებლობის შედეგია და არაა მართვადი, ინფიცირებას საფუძვლად უდევს ჰომოსექსუალობა, რაც სტიგმას უფრო დამანგრეველ ბუნებას ანიჭებს და ენდრიუს უწევს მორალური განსჯისა და დადანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა; სტიგმა ხილვადია, რადგან ენდრიუს სხეულზე ლაქები აქვს, რაც აშკარად რაიმე დაავადების არსებობაზე მიუთებს; სტიგმა დამანგეველია, რადგან სტიგმატიზაციის საფუძვლად მდებარე ნიშანი ხელს უშლის პიროვნებათშორის ურთიერთობებს, მაგალითად ენდრიუს ათავისუფლებენ სამსახურიდან, ბიბლიოთეკაში სთავაზობენ იზოლირებულ ოთახში იკითხოს წიგნები- „უფრო კომფორტულად
ხომ არ იგრძნობთ თავს სამუშაო კაბინეტში?“, ენდრიუ გრძნობს ადამიანთა დაჟინებულ მზერას და ბიბლიოთეკარს პასუხობს: „არა, იქნებ ეს თქვენთვისაა უფრო კომფორტული?“; სტიგმა რეალურად საფრთხის შემცველი არაა, რადგან საუბრით, სოციალური კონტაქტებით, შეხებით სხვა ადამიანებზე არ ვრცელდება. რაც შეეხება სტიგმის მიმართულებას, სტიგმა დროთა განმავლობაში უფრო მკვეთ და გამოხატულ ფორმას იღებს, ენდრიუ როგორც ფიზიკურად, ისე სოციალურად თანდათანობით წყვეტს ფუნქციონირებას.
საზოგადოებაში გავრცელებულია შეხედულებები, რომელთა
თანახმადაც შიდსი დაავადებაა და საშიშია ჯანმრთელობისთვის, შიდსი უპასუხისმგებლო საქციელის შედეგია, შიდსი ასოცირდება არანორმალურ ქცევასთნ, შიდსი ასოცირდება სიკვდილთან, აყალიბებს სტერეოტიპებს და განაპირობებს სტიგმატიზაციას. ენდრიუს კარგად აქვს გაცნობერებული, რომ მასზე არსებული შეხედულებები და მის მიმართ გამოხატული ქცევითი რეაქციები ადამიანთა სტერეოტიპული აზროვნებითა და სტიგმითაა განპირობებული. ენდრიუს პიროვნული მახასიათებლები
და პროფესიონალიზმი ნიველირებულია საზოგადოების მიერ და სწორედ ესაა დისკრიმინაციის არსი- მოსაზრებები ადამიანის
შესახებ ემყარება არა ინდივიდუალურ მახასიათებლებს, არამედ ჯგუფისადმი მიკუთვნებულობას. ენდრიუს დამცირებითა და სტიგმატიზირებით, მასტიგმატიზირებელი ინდივიდი ან ჯგუფი ცდილობს საკუთარი დომინანტობა და აღმატებულება დაგვანახოს, იმაღლებს თვითშეფასებას და ჯგუფის იდენტობას, სელფს და ჯგუფს იცავს საფრთხისა და ზიანისგან. მასტიგმატზირებელი ძირითადად მიუთითებს პიროვნულ მახასიათებლებსა და ქცევით პატერნებს შორის განსხვავებაზე და არა მსგავსებაზე, რაც თავის მხრივ აძლიერებს სტერეოტიპებს. იმის გამო, რომ შიდსით ინფიცირებული ადამიანი დიაგნოზის დასმისთანავე გარიყულია საზოგადოებისგან და მასთან მცირე სოციალური კონტაქტებია, ადამიანები სტრეოტიპებზე დაყრდნობით მსჯელობენ სტიგმატიზირებულ ინდივიდზე და იზიარებენ იმ ინფორმაციას, რომელიც საზოგადოების მიერაა მიღებული.
ალბათ სტიგმატიზებულთა უმეტესობას არ შესწევს უნარი საკუთარ თავში დაძლიოს თვითსტიგმატიზირება, საკუთარ თავში არ ეძიოს დამნაშავე და საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ ისიც ადამიანია და მისი სოციუმიდან გარიყვა არ შეიძლება. ენდრიუ შეეცადა საკუთრი
სიმართლე დაემტკიცებინა, შეეცადა შიდსით ინფიცირებულ ჰომოსექსუალსა და საზოგადოებას შორის არსებული ბარიერები დაერღვია. თუმცა, შიდსის მქონე ინდივიდთა სტიგმატიზირება
მაინც ხდება, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე შიდსი ასოცირდება სიკვდილთან, სიკვდილის კი ყველას ეშინია.



ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ანა თოფურია

0
27
1-ს მოსწონს
ავტორი:ანა თოფურია
ანა თოფურია
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0