ქალი და მამაკაცი მეუღლის მოსწრებული პასუხი ობამას 2014, 24 ივნისი, 14:15 ერთ საღამოს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და მისმა მეუღლემ, მიშელმა, გადაწყვიტეს ჩვეულებისთვის ეღალატათ და სავახშმოდ ერთ-ერთ, არც თუ ისე ძვირადღირებულ რესტორანში წასულიყვნენ. როცა ვახშმობას შეუდგნენ, პრეზიდენტის დაცვას რესტორნის მეპატრონე მიუახლოვდა და ჰკითხა, შეეძლო თუ არა პირველ ლედისთან ცალკე გასაუბრება. მიშელი დათანხმდა. საუბარს რომ მორჩნენ, გაკვირვებულმა პრეზიდენტმა მეუღლეს ჰკითხა, რატომ მოისურვა უცნობმა მამაკაცმა პირველ ლედისთან და არა თავად პრეზიდენტთან საუბარი? ქალმა უამბო, რომ დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ თინეიჯერი მიშელი ამ კაცს თავდავიწყებით უყვარდა. "ესე იგი, ცოლად მას რომ გაყოლოდი, ახლა ამ მშვენიერი რესტორნის მეპატრონე იქნებოდი" - გაეხუმრა ობამა მეუღლეს. "არა, მას რომ გავყოლოდი ახლა ის პრეზიდენტი იქნებოდა" - არ დააყოვნა პასუხი მიშელმა. 179 2-ს მოსწონს
|