x
image
პერსეპოლისი
FIFA-ს წინააღმდეგ მიმართული ქუჩის მხატვრობა ბრაზილიაში

image

მაშინ როდესაც სიამოვნების მისაღებად ადამიანები ფულს არ იშურებენ და მზად არიან მსოფლიოს ერთი ბოლოდან მეორეში დაუფიქრებლად წავიდნენ და იმოგზაურონ, ივიწყებენ იმ ადამიანებს, ვისაც ამის შესაძლებლობა არ აქვთ. დღეს, მსოფლიო ჩემპიონატის გასამართად მილიონობით თანხა იხარჯება, ხოლო მილიონობით ადამიანი მსოფლიოში შიმშილით იღუპება. გამონაკლისი არც მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა - ბრაზილიაა. ჩემპიონატის დაწყებამდე მათ არაერთხელ გამოხატეს თავიანთი პროტესტი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და FIFA-ს პრეზიდენტის წინააღმდეგაც არაერთხელ გამოსულან. თუმცა, გასაკვირი არ არის, რომ მათი პროტესტი უყურადღებოდ დარჩა და მხოლოდ სამართალდამცველები ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას. ალბათ დიდი ძალა სჭირდებოდა ამ დიდი საფეხბურთო მოვლენის ჩაშლას, რასაც არავინ დაუშვებდა.
ბრაზილიელებმა მსოფლიო ჩემპიონატი ვერ შეაჩერეს, მაგრამ
მათ თავიანთი პროტესტის დასაფიქსირებლად ყველანაირ ხერხს მიმართეს. მათ შორის ქუჩის მხატვრობას და დღეს, ბრაზილიის ქუჩები სავსეა FIFA-ს წინააღმდეგ მიმართული ნახატებით. მათში ჩადებული აზრი ერთი შეხედვითაც ნათელი და მარტივი გასაგებია.
გთავაზობთ ბრაზილიის ქუჩის მხატვრობას და აქვე მინდა ავღნიშნო, რომ რამდენიმე ფეხბურთელმა, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების დასახმარებლად თანხები გაიღო და იმედია, ამ კეთილ საქმეს თითოეული მათგანი შეუერთდება.

imageimageimageimageimageimage
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


4
106
6-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
106
  
2014, 24 ივნისი, 0:36
ხო რაა. იქ ასფალტიც არ აქვთ რომ ჭამონ. ბურთი ვეფხისტყაოსანივით აქვთ ყველა ოჯახში და ჭამონ ახლა ))
2014, 24 ივნისი, 0:31
მეც "ასფალტის ჭამა" გამახსენა ამ ფოტოებმა :)))
2014, 24 ივნისი, 0:16
ჩვენ კიდე ზღაპარშI ვართ იმათთან შედარებით მაგრამ გაჭირვებული ყველას ფეხებზე კიდია
2014, 24 ივნისი, 0:13
გამოდი ჩვენთან როგორცაა " ასფალტი ვჭამოთ?!", იქაა "ბურთი ვჭამოთ?!".
0 1 4