x
image
ლადო_25
ქალწულობის გაყიდვაში აღებული თანხის 50 პროცენტს სახელმწიფო წაიღებს

image18 წლის რუმინელმა ალინა პერჩამ, რომელმაც თავისი ქალწულობა
ინტერნეტ-აუქციეონზე გაყიდა 10 000 ევროდ, თანხის ნახევარი შეიძლება დაკარგოს. საქმე
ისაა, რომ ეს არაჩვეულებრივი გარიგება გერმანიაში მოხდა, სადაც პროსტიტუციაზე საშემოსავლო
გადასახადი 50 პროცენტს შეადგენს.
ვაჭრობის დამთავრების შემდეგ, სტუდენტმა გოგონამ დასვენების დღე 45 წლის, ვინმე იტალიელ
ბიზნესმენთან ცენეციის ფეშენებელურ სასტუმროში გაატარა. გარიგების პირობების თანახმად წყვილს სექსი კონტრაცეპტივების გარეშე უნდა ჰქონოდა. საგადასახადო სამსახურმა „აუქციონი“, უბრალოდ, სხეულით ვაჭრობად ჩათვალა. საკუთარი სხეულით ვაჭრობა გერმანიაში ნებადართულია 2001 წლიდან. გერმანელ მეძავებს აქვთ სამედიცინო დაზღვევა, პენსია, საკუთარი პროფკავშირიც კი. კანონით, დანაშაულია ადამიანებით ვაჭრობა და იძულებითი პროსტიტუცია, ისევე, როგორც საშემოსავლო გადასახადისგან თავის არიდება. აი, ალინა პეჩკას კი, რომელიც გერმანიაში უმაღლეს განათლებას იღებს, სტუდენტის ვიზა უფლებას აძლევს 90 დღის განმავლობაში გერმანიის ტერიტორიაზე
იმუშაოს, მეძავადაც კი... ამიტომ, შესაძლებელია, გოგონას ფულის ნახევარზე მეტის გადახდა ხაზინის სასარგებლოდ მოუწიოს. მას, საშემოსავლოს გარდა, შეიძლება დღგ-ც გადაახდევინონ, რაც თანხის 19 პროცენტს შეადგენს.

0
119
3-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ლადო_25
ლადო_25
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0