x
image
ლადო_25
არაფერი იმალება ამ გამჭირვალე ოფისში
image


ნებისმიერი დამსაქმებლის ოცნება და ნებისმიერი თანამშრომლის კოშმარი – გამჭვირვალე ოფისი – აშენებულია ჰონგ კონგის ცენტრში. ამ 18000 კვადრატული მეტრის ფართობის საოფისე შენობის თითოეული სართული მთლიანად დამზადებულია გამძლე და გამჭვირვალე მინისგან: კედლები, კარები და თუნდაც მაგიდები და სკამები, სადაც თანამშრომლები სხედან. კონსტრუქციული სიმტკიცისთვის სტანდარტული ფილებით არის დამზადებული მხოლოდ სართულებს შორის ჭერი, მაგრამ ისინი ასევე დასრულებულია მინის ჩანართებით.

შენობის პროექტირება და მშენებლობა ჰოლანდიურმა კომპანიამ MVRDV-მ განახორციელა, რომელიც სპეციალიზირებულია მინის კონსტრუქციებში. ჰონგ კონგში, სადაც მოიჯარეები ეჯიბრებიან ყოველ მეტრ ფართს, საკმაოდ ძვირი ჯდება შენობების აშენება, რომლებიც დიდ ფართობებს იკავებენ. ამიტომ MVRDV-ს დაევალა კომპაქტური შენობის აგება, მაგრამ შუშის გამოყენებით ვიზუალურად გაეფართოებინა შიდა სივრცეები, რაც შეიძლება მეტი მზის შუქი შემოუშვა.

ოფისის თანამშრომლების თქმით, სრულიად გამჭვირვალე კედლები, მაგიდები, სკამები, კარები და ტიხრები მათ საერთოდ არ აწუხებთ, არამედ მხოლოდ აძლიერებს ნდობას გუნდში და უფრო გახსნილებს ხდის კლიენტებთან ურთიერთობისას.


image

ქვემოთ იხილეთ ასევე სხვა საინტერესო სტატიები

image1)მსოფლიოში უნიკალური ლურჯი ღვინო ევროპაში გაიყიდება!

2)ფრინველმა პინცენტი გადაყლაპა და გასაოცრად გადარჩა

3)სამყაროში უძველესი ჟანგბადი აღმოაჩინეს

4)სინგაპურში გაიხსნა საინტერესო წიგნების ავტომატი!


0
8
1-ს მოსწონს
ავტორი:ლადო_25
ლადო_25
8