მოგზაურობა "შიშის ბილიკი" ჩინეთში–ატრაქციონი ყველაზე გამბედავებისათვის 2014, 21 ივნისი, 9:43 ჩინეთში, ტიანმენის მთის ციცაბო კლდეზე, 1430 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე საშიში ატრაქციონი-მინის ხიდი, რომელიც ყველაზე უშიშარი და გამბედავი ადამიანებისათვისაც კი შესანიშნავ გამოცდას წარმოადგენს. დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი ვერ გაბედავდა ამ ბილიკზე გავლას.
![]() ეს ატრაქციონი ტურისტებისათვის მდებარეობს ჩზანციანცზეს სახელგანთქმულ ეროვნულ ნაკრძალში. მისი ქვის ბოძები გახდა ცნობილი მფრინავი კუნძულის-პანდორას შექმნის წინაპირობა გახმაურებულ ფილმში "ავატარი." ![]() ამ მინის ბილიკზე გავლის დროს იქმნება შთაბეჭდილება, რომ ცაში დადიხარ და ხდება ადრენალინის კოლოსალური რაოდენობის გამოყოფა, გარდა ამისა, აქედან შესაძლებელი ხდება შემოგარენის დათვალიერება, გარშემო კი უამრავი მთა და ულამაზესი ხედებია ![]() ბილიკის სიგრძე 60 მეტრია, ფეხქვეშ კი მხოლოდ 2, 5 დუიმის(დახლოებით 6, 2 სმ) სისქის მინა და უძირო უფსკრულია. ყველაზე გამბედავებს, რომლებიც ამ ბილიკის გავლას აპირებენ, ფეხზე აცმევენ სპეციალურ ბაჰილებს, რომ ფეხსაცმელით მინა არ დაფხაჭნონ. ![]() თუ გადაწყვეტთ ამ ადგილის მონახულებას, თან იქონიეთ გამბედაობის მაქსიმუმი, ხოლო თუ სიმაღლის შიში გაქვთ, საერთოდ არ გირჩევთ აქ სამოგზაუროდ წასვლას. ![]() ![]() ![]() ![]() 221 9-ს მოსწონს
|