მოგზაურობა "შიშის ბილიკი" ჩინეთში–ატრაქციონი ყველაზე გამბედავებისათვის 2014, 21 ივნისი, 9:43 ჩინეთში, ტიანმენის მთის ციცაბო კლდეზე, 1430 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე საშიში ატრაქციონი-მინის ხიდი, რომელიც ყველაზე უშიშარი და გამბედავი ადამიანებისათვისაც კი შესანიშნავ გამოცდას წარმოადგენს. დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი ვერ გაბედავდა ამ ბილიკზე გავლას.
ეს ატრაქციონი ტურისტებისათვის მდებარეობს ჩზანციანცზეს სახელგანთქმულ ეროვნულ ნაკრძალში. მისი ქვის ბოძები გახდა ცნობილი მფრინავი კუნძულის-პანდორას შექმნის წინაპირობა გახმაურებულ ფილმში "ავატარი." ამ მინის ბილიკზე გავლის დროს იქმნება შთაბეჭდილება, რომ ცაში დადიხარ და ხდება ადრენალინის კოლოსალური რაოდენობის გამოყოფა, გარდა ამისა, აქედან შესაძლებელი ხდება შემოგარენის დათვალიერება, გარშემო კი უამრავი მთა და ულამაზესი ხედებია ბილიკის სიგრძე 60 მეტრია, ფეხქვეშ კი მხოლოდ 2, 5 დუიმის(დახლოებით 6, 2 სმ) სისქის მინა და უძირო უფსკრულია. ყველაზე გამბედავებს, რომლებიც ამ ბილიკის გავლას აპირებენ, ფეხზე აცმევენ სპეციალურ ბაჰილებს, რომ ფეხსაცმელით მინა არ დაფხაჭნონ. თუ გადაწყვეტთ ამ ადგილის მონახულებას, თან იქონიეთ გამბედაობის მაქსიმუმი, ხოლო თუ სიმაღლის შიში გაქვთ, საერთოდ არ გირჩევთ აქ სამოგზაუროდ წასვლას. 221 9-ს მოსწონს
|