x
"საუნჯეს" განცხადება არჩევნების შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაცია"საუნჯეს" მიერ დაფიქსირებული შემთხვევების დიდი ნაწილი ძირითადად საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარებისა და წევრების არასაკმარისი კვლიფიკაციის და პროცედურების არცოდნითაა გამოწვეული."განსაკუთრებით შემაშფოთებელია შეცდომების რაოდენობა შემაჯამებელ ოქმებში, რაც ტოვებს შტაბეჭდილებას, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს პრაქტიკულად არ ჰქონდათ ინფორმაცია შემაჯამებელი ოქმების შევსებისა და მათი დამოწმების/ასლის გაცემის წესების შესახებ" – აღნიშნულია "საუნჯეს" შემაჯამებელ განცხადებაში. გარდა ამისა, "საუნჯეში" საგანგებოდ მიიჩნევენ რამდენიმე ფაქტს: "საუბნო საარჩევნო ადმნინისტრაცია ცდილობდა ხელი შეეშალა დამკვირვებლის მიერ დარღვევების ასახვაში და მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისის ჩარევით ხდებოდა პრობლემის მოგვარება. კენჭისყრის დროს და შედეგების დათვლისას გამოვლენილი ცალკეული დარღვევები ბადებს ეჭვს, რომ შესაძლოა ცალკეულ შემთხვევებში, იყო არჩევნების შედეგების მანიპულირების მცდელობა"– აცხადებენ "საუნჯეში". "საუნჯე" მოუწოდებს ზემდგომ საარჩევნო კომისიებს და შესაბამის უწყებებს, ყურადღება გაამახვილონ და დროულად გამოიძიონ დაფიქსირებული შემთხვევბი.

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა კუკავა
თეონა კუკავა
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0