x
ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლები მერობის კანდიდატებს შეხვდებიან

ქალაქ ზუგდიდის მერობის კანდიდატებს შეხვდებიან ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლები. შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატით 9 ივნისს 12 საათზე გაიმართება. შეხევედრა ღიაა მხოლოდ მასმედიის წარმომადგენელებისათვის. შეხვედრის მიზანია ახალგაზრდებმა მერობის კანდიდატებს მოახსენონ ის ძირითადი საკითხები, რომილიც იქნა გამოკვლეული ზუგდიდში ახალგაზრდებთან ჩატარებული გამოკითხვების შედეგად.ასევე მერობის კანდიდატებს გადაეცემათ წინადადებათა პაკეტი, რომელსაც 250-ზე მეტი ზუგდიდელი ახლგაზრდა აწერს ხელს.

ახალგაზრდული მოძრაობა, არასამთავრობო ორგანიზაცია "საუნჯის" ახალგაზრდულმა კლუბმა შექმნა, პროექტის "ახალგაზრდები სამოქალაქო საზოგადოების სამსახურში" ფარგლებში. პროექტი ზუგდიდში, თელავსა და თბილისში ხორციელდება ფონდის "ღია საზოგადოება–საქართველოს" მხარდაჭერით.

0
12
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა კუკავა
თეონა კუკავა
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0