ჯანმრთელი კვება კომბოსტოს დიეტა - წონაში 6-დან 10 კილოგრამამდე დაიკლებთ 2014, 17 ივნისი, 8:57
ერთადერთი დიეტა, რომელიც "მსხვერპლთშეწირვას" არ მოითხოვს და 10 დღეში მინიმუმ 10 კილოგრამს გაკლებინებს, ანუ ქვემოთ მოცემული მენიუ მოტივირებულია თითოეულ დღეში თითო კილოგრამით ნაკლები იყო წონაში.
უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რომ აუცილებელია საღი და ახალი კომბოსტო შევიძინოთ.გარდა იმისა, რომ ეს ბოსტნეული დაბალკალორიულია, ორგანიზმისთვის აუცილებელ ვიტამინებს, მინერალებს და მცენარეულ ბოჭკოებს შეიცავს, რომლებიც მსხვილი ნაწლავის სტიმულირებას უწყობს ხელს.
საუზმე: ყავა ან მწვანე ჩაი ( უშაქროდ ), + შეუზღუდავი როდენობით მინერალური ან ჩვეულებრივი წყალი.
სადილი: უმი კომბოსტოს სალათა ზეითუნის ზეთზე მომზადებული, საქონლის ან ქათმის ხორცი მოხარშული 200 გრ. ან თევზი მოხარშული. ვახშამი: უმი კომბოსტოს სალათა, ერთი კვერცხი, ერთი ვაშლი. კომბოსტოს დიეტა საკმაოდ მკაცრია, მაგრამ თუკი შიმშილმა შემოგიტიათ, შეგიძლიათ შეუზღუდავად მიირთვათ უმი კომბოსტოს ფურცლები, ან შეუზღუდავად დალიოთ მწვანე ჩაი ან კიდევ შეუზღუდავად მიიღოთ დღის განმავლობაში მინერალური წყალი. 10 დღის განმავლობაში არ შეიძლება შაქრის ან მარილის გამოყენება, პურ - ფუნთუშეულის ან ალკოჰოლის მიღება. ამ დიეტის დაცვისას რეკომენდირებულია აგრეთვე კომბოსტოს წვნიანის მიღება დღის განმავლობაში, ვისაც კუჭის მოქმედების პრობლემა აქვს.კომბოსტოს დიეტის დადებითი მხარე ის არის, რომ ზუსტად დაცვის შემთხვევაში 6 - დან 10 კილოგრამამდე იკლებ წონაში და ორგანიზმსაც ხელს უწყობ მავნე ტოქსინების განდევნისგან. დასაშვებია მენიუში გამოვიყენოთ სხვადასხვა დასახელების კომბოსტო, მათ შორის სასურველია ყვავილოვანი ან დამჟავებული კომბოსტოს მირთმევა. 37604 10-ს მოსწონს |
ჩემი შეცდომა ის იყო,რომ არ უნდა გამეგრძელებინა შეუსვენებლივ ამდენ ხანს,,,რკინა და გემოგლობინი დამოვარდა,,, ახლაც გავაკეთებ,ოღონდ ოცი დღით,ათ დღეს შევისვენებ და ისევ ოცი დღით,,,მივაღწევ სასურველ შედეგს,,,ჯერ მარხვა დამთავრდეს,,,