სალათები ხილის სალათის ნაყინი - ორიგინალური, გემრიელი და სასარგებლო ნუგბარი 2014, 16 ივნისი, 20:20 ![]() მოსამზადებლად დაგჭირდებათ: მარწყვი - 150 გ. ანანასი - 1 ცალი ბანანი - 3 ცალი უშაქრო იოგურტი ან არაჟანი - 500 გ. შაქარი - 0.5 ჩ.ჭ. (ან მეტი, თქვენი გემოვნებით) ნიგოზი - 150 გ. ნაღები 30-35% - 300 გ. ცხადია, ხილი შეგიძლიათ შეცვალოთ და თქვენთვის სასურველი სახეობები გამოიყენოთ. ხილი დავჭრათ კუბიკებად. ნიგოზი დავფქვათ ბლენდერში. ხილი და ნიგოზი მოვათავსოთ კონტეინერში. დავასხათ იოგურტი და კარგად ავურიოთ. ავთქვიფოთ ნაღები, შევათქვიფოთ შაქარი და ფრთხილად ავურიოთ ჯამში მოთავსებულ მასას. მოვუსწოროთ თავი, დავახუროთ თავსახური და 2 საათით გავყინოთ საყინულეში. ![]() ![]() ![]() ![]() გაყინული სალათი გადმოვიღოთ კონტეინერიდან და დავჭრათ სასურველ ფორმებად. მიირთვით მანამ, სანამ გალღვება! 446 5-ს მოსწონს
|