საქართველო სასაცილო არჩევნები 2014 წ.... 2014, 16 ივნისი, 19:26 მოკლედ, რომ გაგეცნოთ, მე ვარ ერთ-ერთი მოხალისე იმ ადამიანებისაგან, რომელებიც მომხრენი არიან ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები. 18 წლიდან დამკვირვებლად ვმუშაობ სხვადასხვა ორგანიზაციაში, ამას აქვს თავისებური ფინანსური ინტერესიც და იმის „მუღამიც“ რომ სხვის პაწაწინა საიდუმლოებებს შეხედოთ. მოკლედ ჩემი ასაკის გოგონები შოპაგოლიკები არიან, მე კიდევ არჩევნებზე დაკვირვება მიყვარს. ![]() ![]() პირველი ფაქტები, რაც მინდა მოვიყვანო არის ბიულეტინში ჩამატებული კანდიდატურები: - მიხეილ გელა - სხვათაშორის წელს მას ჩემს უბანზე ბევრ კანდიდატზე მეტი ხმა ჰქონდა; - დურმიშხანა შაშხანა; - დიმპიტაური; - ბეილი; - კრისტიანო რონალდო; ![]() - დათა თუთაშხია; - ლამპარდი; - თუფაქი; - დავით აღმაშენებელი და ერეკლე მეფე მათ შორის ყველაზე სერიოზული კანდიდატურები არიან. ბევრმა პატარა იუმორისტული საღამო გვაჩუქა, კერძოდ ყველასთვის ნაცნობი შაირები: - ახტა გოჭი, დახტა გოჭი (ბოლომდე რათქმაუნდა); - აქეთ ფიცარი, იქით ფიცარი და ა.შ. იყო უამრავი ანეგდოტიც და ლექსიც. ატასობით იყო ნახატები. ორიგინალური ხალხი მანქანების, ყვავილების, სახლების და მზის სურათებს ტოვებდა. არაორიგინალური და უზრდელი ხალხი კი სასქესო ორგანოებს და კამასუტრას ხელნაწერებს. ბევრი ადამიანის იცით რა არ მესმის? მოდიან 10 წუთი დგანან კაბინაში და რაღაცას აკეთებენ, ან არის შემთხვევები, რომ 10 წუთი დგანან და თან კაბინაზანზარებს, ხალხოოოოო, შემოხაზვას 1 წუთიც არ უნდა და შესაბამისად ყველა დამკვირვებელმა და წევრმა ვიცით, რომ სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც აფუჭებთ ბიულეტინებს. დავიჯერო სახლში საქმე არ გაქვთ? როგორ შეიძლება ყველა კანდიდატურა შემოხაზო, მერე დაჯღაპნო გახევამდე, ისე რომ მისგან საცერი გამოვიდეს, რატომ აკეთებთ ამას? ამ ყველაფრის გარეშეც შეიძლება ბიულეტინის გაფუჭება ორი შემოხაზეთ და მორჩა, რას იკლავთ თავს ან რიგს რას აყენებთ. ![]() კიდევ ერთი რამეა გამახიზიანებელი, პატარა ბავშვებმაც იციან როგორ მისცენ ხმა, იმიტომ, რომ ბასტი-ბუბუს ყურების შემდეგ რეკლამას უყურეს და დაამახსოვრდათ. თქვენ უფროსებო რა დაგემართათ საიმისო, რომ ერთი რამ დაიმახსოვროთ: უნდა შემოხაზოთ (ან რაიმე ნიშნით გამოყოთ სასურველი კანდიდატი), გადაკეცოთ, ჩადოთ კონვერტში და ჩააგდოთ.... 100-დან 80 კითხულობთ შემოვხაზო თუ რა ვქნა? ![]() - სექსი; - ორგაზმი; დიდი მადლობა ქალბატონო რ.ნ. კარგია იმის გააზრება, რომ 60 წლის ქალბატონი ჯერ კიდევ ახალგაზრდულად მსჯელობთ და გსურთ მომავალმა თაობებმა მაინც მიიღონ და განიცადონ ის, რაც საბჭოთა კავშირის დროს ტაბუ დადებული იყო თქვენთვის. P.S. სქესი, სახელი და გვარი რთული გასაგები არაა და არ გაგიკვირდეთ საიდან გავიგე, ყოველ ამომრჩეველს გაქვთ თქვენთვის მონიჭებული ნომერი და უბნის მაშტაბით შესაძლებელია თქვენი სახელის, გვარის და დაბადების თარიღის გარკვევა... ასე, რომ უსაქმურობისთვის არჩევნებზე წაბოდიალებას ჯობია გახვიდეთ გარეთ და დაბინძურებული ტყე-პარკები დაალაგოთ, ამით მაინც მოიტანთ სარგებელს საზოგადოებისათვის. 88 2-ს მოსწონს
|